მაქსუდ მამედოვი
მაქსუდ დავუდ-ოღლუ მამედოვი (აზერ. Maqsud Davud oğlu Məmmədov; დ. 30 მაისი, 1929, განჯა) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი ბალერონი, ბალეტმეისტერი. აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1970).[1]
მაქსუდ მამედოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
30 მაისი, 1929 განჯა, ასფსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
საქმიანობა | ბალეტის, არტისტი, ბალეტმეისტერი |
დამსაქმებელი | აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამაქსუდ მამედოვი დაიბადა 1929 წლის 30 მაისს განჯაში (აზერბაიჯანი).[1] ბავშვობიდანვე იტაცებდა ცეკვა. 1938 წელს მონაწილეობა მიიღო თვითშემოქმედებითი კოლექტივის შემადგენლობაში აზერბაიჯანის ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაში მოსკოვში, წარსდგა სტალინის წინაშე.[2] მოგვიანებით ჩააბარა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1950 წელს (პედაგოგი ნ. ი. ტარასოვი). სასწავლებელში მაქსუდ მამედოვმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ბალეტის არტისტი და ბალეტმეისტერი რაფიგა ახუნდოვა.[2]
ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩარიცხულ იქნა დიდი თეატრის დასში. მოგზაურობდა გასტროლებზე, თუმც მალე მიიღო გადაწყვეტილება ბაქოში დაბრუნებულიყო. 1951 წელს მაქსუდ მამედოვი გახდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი. 1972—1973 წლებში ცოლთან ერთად მუშაობდა ბალეტმეისტერად და პედაგოგად ალჟირში.[1]
აზერბაიჯანის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შესრულებულ არიებს შორიაა: ფარხადი („ლეგენდა სიყვარულზე“), პოლადი („ქალწულთა კოშკი“), აზადი („გიულშენი“ გაჯიბეკოვის), ალბერტი, ზიგფრიდი, ფრონდოსო და სხვ. მეუღლესთან რაფიგა ახუნდოვასთან ერთობლივად დადგა ბალეტი „კასპიის ბალადა“ ბაკიხანოვის (1968), „კობისტანის ჩრდილები“ ფ. კარაევის (1969), „კალეიდოსკოპი“ სკარლატისა და ფ. კარაევის მუსიკაზე (1971), ქორეოგრაფიული მინიატურები „აზერბაიჯანული სუიტა“ და „იალი“ გაჯიევის, „მუღამი“ ალივერდიბეკოვა.[1] ბალეტი „კასპიური ბალადა“, „კალეიდოსკოპი“ და „კობისტანის ჩრდილები“ დემონსტრირებული იქნა 1969 წელს პარიზში ცეკვის VII საერთაშორისო ფესტივალზე და დიდი წარმატება იქონია.[2] მინიატურა „მუღამმა“ გამოიწვია აჟიოტაჟი 1972 წელს საკავშირო კონკურსზე. 1982 წელს გამოვიდა მაქსუდ მამადოვისა და რაფიგა ახუნდოვას დადგმული ფილმი-ბალეტი "შვიდი ლამაზმანი".