მაქსიმო-გომესი (კუბა)
მაქსიმო-გომესი (ესპ. Máximo Gómez) — ქალაქი კუბაში, მატანსასის პროვინციაში. ქალაქი დაარსდა 1770 წელს გუანახაიაბოს სახელწოდებით. ქალაქს სახელი შეეცვალა განმათავისუფლებელი ბრძოლის ლიდერის მაქსიმო-გომესის პატივსაცემად. ქალაქი მაქსიმო-გომესი 1978 წლამდე იყო მუნიციპალიტეტი, რომელიც შეიცავდა რანჩო-დელ-მედიოსა და საბანილია-დე-ლა-პალმას კომუნებს. მოგვიანებით მისი ტერიტორია შეუერთდა მარტის მუნიციპალიტეტს.
ქალაქი | |
---|---|
მაქსიმო-გომესი | |
ქვეყანა | კუბა |
კოორდინატები | 22°54′15″ ჩ. გ. 81°01′45″ დ. გ. / 22.90417° ჩ. გ. 81.02917° დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 24 მეტრი |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |