მაქენიაცვანქი (სომხ. Մաքենյաց վանք) — მონასტერი სომხეთში. მდებარეობს გეღარქუნიქის პროვინციაში, სევანის ტბიდან სამხრეთით 5 კილომეტრში, სოფელ მაქენისში. მონასტერი დაარსდა 851 წელს და წარმოადგენდა შუა საუკუნეების გეღარქუნიქის პროვინციის მთავარ კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს.

მაქენიაცვანქი
Մաքենյաց վանք
მაქენიაცვანქი — სომხეთი
მაქენიაცვანქი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°07′00″ ჩ. გ. 45°37′00″ ა. გ. / 40.11667° ჩ. გ. 45.61667° ა. გ. / 40.11667; 45.61667
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესიის დროშა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
ადგილმდებარეობა მაქენისი, გეღარქუნიქის პროვინცია, დროშა: სომხეთი სომხეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XI-XIII საუკუნეებით

არქიტექტურა

რედაქტირება

მთავარი, ასტვაწაწინის ეკლესიის გეგმას ჯვარი წარმოადგენს. აქვს კონუსური გუმბათი, რომელიც წრიულ ყელს ეყრდნობა, რომელშიც ოთხი სარკმელია გაჭრილი, საიდანაც სინათლე ეკლესიის ინტერიერში აღწევს. ტაძრის მთავარ პორტალს ამშვენებს ცხენის რელიეფური გამოსახულება.

სამხრეთ-დასავლეთი შესასვლელის თავზე განთავსებულია კუპოლა. ეკლესიის კედლების, ისევე, როგორც მონასტრის გარე კედლების გასწვრივ მრავალი ხაჩქარია განთავსებული. ეკლესიას, განსაკუთრებით კი დასავლეთ ბოლოს გარს ეკვრის სასაფლაო, რომელშიც როგორც შუა საუკუნეების, ისე თანამედროვე საფლავებია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: