მაუზერი
მაუზერი (გერმ. Mauser) — ერთ-ერთი პირველი მძლავრი ავტომატური პისტოლეტი; კალიბრი 7,63 მმ. მზადდება 1896 წლიდან კომპანია „მაუზერის“ მიერ. 1908 წლიდან მოდერნიზებულია. მაუზერით შეიარაღებული იყო ზოგიერთი არმია (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხოსლოვაკია და სხვა). მაუზერის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ლულის მოკლე სვლისას ლულისა და საკეტის უკუცემის გამოყენებაზე. ადრეულ პისტოლეტს ჰქონდა მუდმივი სავაზნე კოლოფი 6 და 10 ვაზნისათვის, აგრეთვე დამატებითი მისაბნევი სავაზნე კოლოფი 20 ვაზნისათვის. უშვებენ აგრეთვე 6,35, 9 და მეტი მმ კალიბრის მაუზერს.
მაუზერი | |
---|---|
მაუზერ 1910 | |
ტიპი | პისტოლეტი |
წარმომავლობის ქვეყანა | გერმანია |
წარმოების ისტორია | |
წარმოების პერიოდი | 1896 |
მახასიათებლები | |
კალიბრი | 7,63; 6,35; 9 |
მუშაობის პრინციპი | ლულის მოკლე სვლისას ლულისა და საკეტის უკუცემის გამოყენება |
დამიზნების მანძილი | 100 მ |
დატენვის სისტემა | მუდმივი სავაზნე კოლოფი 6 და 10 ვაზნისათვის, აგრეთვე დამატებითი მისაბნევი სავაზნე კოლოფი 20 ვაზნისათვის |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 497.