მატრონა მოსკოველი

ნეტარი მატრონა მოსკოველი (რუს. Матрёна Дмитриевна Никонова; დ. 9 ნოემბერი, 1881 – გ. 2 მაისი, 1952) — რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი.

ნეტარი მატრონა

ბავშვობა

რედაქტირება

დაიბადა რუსეთში, ტულის გუბერნიის სოფელ სებინოში. გოგონა დაბადებიდანვე ბრმა იყო. გადმოცემის მიხედვით, 8 წლის მატრონას უქვე ჰქონდა კურნების და ნათელმხილველობის სასწაულებრივი ნიჭი. ნიკონოვების პატარა სახლში უამრავმა ხალხმა დაიწყო სიარული; ჯერ ახლომახლო სოფლებიდან, შემდეგ კი სხვადასხვა გუბერნიებიდანაც. ავადმყოფები ურმებითაც კი მიჰყავდათ.

1915 წელს მატრონამ შეკვეთით დააწერინა ღვთისმშობლის ხატი სახელწოდებით „დაღუპულთა მომძიებელი“. მატრონა ამ ხატს არასდროს არ განშორებია და ყველგან თან დაქონდა. უსინათლო მატრონას 16 წლის ასაკში ფეხებიც წაერთვა და მას შემდეგ აღარასდროს უვლია. 1925 წელს მატრონა მოსკოვში გადავიდა, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ავადმყოფობათაგან განსაკურნებლად და სულიერი რჩევების მისაღებად მატრონას მოსკოვშიც მრავალი ადამიანი აკითხავდა. მატრონა ყველას ეუბნებიდა, რომ თვითონ კი არ იყო მკურნალი, არამედ მისი ლოცვებით და შუამდგომლობით თავად უფალი ქრისტე კურნავდა ადამიანებს.

საბჭოთა მილიცია მატრონას დაპატიმრებას რამდენიმეჯერ შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. ბევრი მისი ახლობელი დააპატიმრეს და გაასამართლეს (მათ შორის ზინაიდა ჟდანოვა). ნეტარმა მატრონამ დევნის პერიოდში მრავალი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. დევნა გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომამდე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება