მატერიკი (ჰაგიოგრაფია)
მატერიკი (< ლათ. mater — დედა) — ჰაგიოგრაფიული მწერლობის ჟანრი, დედათა ცხოვრების წიგნი. ძველ ჰაგიოგრაფიულ კრებულებში ჩვეულებრივ შეჰქონდათ ორივე სქესის წმინდანთა ცხოვრებისა და წამების ამსახველი ნაწარმოებები. ზოგჯერ დედათა ცხოვრების წიგნებს ცალკე ადგენდნენ, მამათა ცხოვრებისას — ცალკე. პარხლის მრავალთავისა (XI ს.) და ბოდლის წიგნსაცავის XI საუკუნის ქართული მრავალთავის II ნაწილი მატერიკია (მამათა ცხოვრებანი გაერთიანებულია I ნაწილში).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
- Peters P., De Codice biberico bibliothecae Bodleiane, «Analecta Bollandiana», 1912, t. 31, p. 315;
- ცინდელიანი უ., ქსე, ტ. 6, გვ.493, თბ., 1983