მატარამი
მატარამი — შუა საუკუნეების სახელმწიფო ინდონეზიაში, კ. იავაზე. არსებობდა 732-1043 წლებში. წარმოიქმნა ყოფილი კალინგის სახელმწიფოს საუფლისწულო მამულის ადგილზე.
მატარამი იყო ადრინდელი ფეოდალური ტიპის სახელმწიფო, რომელსაც აშკარად გამოხატული აღმოსავლეთის დესპოტიის ნიშნები ჰქონდა. მისი გამგებელი ერთდროულად სახელმწიფოს საერო და სასულიერო მეთაური იყო. მართავდნენ ინდუისტური დინასტიები (მხოლოდ VIII-IX საუკუნეებში სახელმწიფოს მართავდა ბუდისტური დინასტია).
XI საუკუნის 40-იან წლებში მატარამის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი სახელმწიფო - კედირი და ჯანგალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 487.