მასუდ ფანაჰი
მასუდ ფანაჰი (აზერ. Məsud Pənahi დ. 10 იანვარი, 1943, ზენჯანი) — აზერბაიჯანელი და გერმანელი ანიმაციური რეჟისორი, კინომხატვარი, ანიმატორი და სცენარისტი.
მასუდ ფანაჰი | |
---|---|
მშობლიური სახელი | აზერ. Məsud Pənahi |
დაბადების თარიღი |
10 იანვარი, 1943 (80 წლის) ზენჯანი, ირანი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
საქმიანობა | რეჟისორი, მხატვარი, სცენარის ავტორი, ანიმატორი |
მშობლები | მამა: ფანაჰი მაკულუ |
ბიოგრაფია
რედაქტირებამასუდ ფანაჰი დაიბადა 1943 წლის 10 იანვარს ირანის ქალაქ ზენჯანში ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის აბას ფანაჰი მაკულუს ოჯახში. წლების შემდგომ ოჯახი ბაქოში გადმოდის საცხოვრებლად, სადაც მასუდმა 1966 წელს დაამთავრა აზიმ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სკოლა, ხოლო 1972 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის და სარეჟისორო კურსები ანიმაციის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში.
1973-1979 წლებში მუშაობდა ჯაფარ ჯაბარლის სახელობის კინოსტუდიაში „აზერბაიჯანფილმი“ ანიმაციური ფილმების რეჟისორად და მხატვრად. ამ წლებში მან ანიმაციის რამდენიმე კურსი ჩაატარა და მოამზადა ათობით ანიმაციის სპეციალისტი.
1979 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში. მან მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტი ანიმაციური ფილმის გადაღებაში ბერლინის ცენტრალურ ტელევიზიაში და სხვადასხვა ანიმაციურ სტუდიაში.
ფანაჰის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარია ანიმაციური ფილმი „დუმილის დარღვევა“ („Zerstörter Friede“), რომელიც 2012 წელს გადაიღეს ბერლინში აზერბაიჯანული დიასპორის მხარდაჭერით. ფილმი მოგვითხრობს ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის შესახებ.
2020 წელს, გერმანიაში, ბერლინში გამოიცა მასუდ ფანაჰის ავტობიოგრაფიული წიგნი[1].