ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მასების ამბოხი (ესპ. La rebelión de las masas) 一 სოციალურ-ფილოსოფიური ნაშრომი, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწე ესპანელ ფილოსოფოსს, ხოსე ორტეგა ი გასეტის ეკუთვნის. ტექსტი აღწერს მთელ ევროპაში გაბატონებულ კულტურულ კრიზისს, რომელიც სოციუმში არსებულ მასათა როლების ცვლილების ფონზე ვლინდება. ნაწარმოები, თავდაპირველად, სერიებად გამოიცემოდა 1929 წელს, გაზეთ El Sol-ში, ხოლო წიგნად ის მომდევნო წელს გამოქვეყნდა. ავტორი ევროპის უახლესი ისტორიის განხილვის საფუძველზე აგებს ადამიანი-მასის კონცეფციას, „ბრბოსი“, რომელმაც ადამიანის აქტივობის ყველა სფეროში შეაღწია, ეხება მიზეზებს, რომლებმაც ასეთ ადამიან-მასათა უმრავლესობის მიერ უმცირესობის გაძევება გამოიწვია. წიგნის მეორე ნაწილი ერების წარმოშობის მიზეზებსა და მათი განვითარების გზებს იკვლევს.[1]

„მასების ამბოხი“
La rebelión de las masas

ავტორი ხოსე ორტეგა ი გასეტი
ქვეყანა ესპანეთი
ენა ესპანური
გამომცემელი El Sol
გამოცემის თარიღი 1929
ქართულად გამოიცა 2017
მედია ბეჭდური

ამ ერთგვარ ფილოსოფიურ ტრაქტატში ორტეგა მიმოიხილავს „მასის ადამიანს“ და აანალიზებს მის არსსა და იდეას, რითაც აღწერს საზოგადოებაში მასების ძალაუფლების აღმავლობასა და ქმედებას სოციუმში. ორტეგა საკმაოდ კრიტიკულია როგორც მასების, ისე „მასათა პიროვნებების“ მიმართ, უპირისპირდება მსგავს „კეთილშობილურ და საერთო ცხოვრების“ სტილს და ამხელს მათ ბარბაროსობასა და პრიმიტივიზმში, რასაც მასების წარმომადგენლებში ხედავდა.

ორტეგას მთავარ მიზანს, ამ ნაწარმოების შეთხზვით, წარმოადგენდა ის, რომ „გამოესახა ევროპელთა გარკვეული ტიპი, ძირითადად ქცევითი თვალსაზრისით, იმ პირველყოფილ ცივილიზაციასთან მიმართებით, რომელშიც თავად ჩაისახა“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://ibooks.ge/books/masebis-ambokhi/334
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მასების_ამბოხი“-დან