მასაზირის ტბა
მასაზირის ტბა (აზერ. Masazır gölü) — ტბა აზერბაიჯანში. მდებარეობს ქალაქ ბაქოს ჩრდილო-დასავლეთით 21 კმ-ში, ზღვის დონიდან –8 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 9,2 კმ², მაქსიმალური სიღრმე 1 მ.[1] წყალი მარილიანია, დამახასიათებელია ქლორიდისა და სულფატის მაღალი კონცენტრაცია, რაც ტბას მოწითალო-მოვარდისფრო შეფერილობას აძლევს. მაღალი მარილიანობის გამო, ტბა თითქმის მოკლებულია ფლორასა და ფაუნას. მარილიანობა 330 ‰. ტბაში მარილს 1813 წლიდან მოიპოვებენ.[2] 2010 წელს ტბის სანაპიროზე გაიხსნა მარილის მწარმოებელი ქარხანა „Azeri“,[3] რომელიც ყოველდღიურად აწარმოებს 300 ტ. მარილს. საწარმოო კომპლექსი 7 ჰა-ზეა გავრცელებული.[4] მასაზირის ტბა წარმოადგენს სუფრის მარილის მნიშვნელოვან წყაროს, რომლის მარაგი შეადგენს დაახლოებით 1735 მლნ. ტონას. XX საუკუნის 20-იან წლებში ტბიდან ყოველწლიურად მოიპოვებდნენ 100 ტონა მარილს, ამჟამად დაახლოებით 90 ათ. ტონას. მარილის მოპოვება ხდება როგორც თხევად, ისე მყარ მდგომარეობაში. ტბაში არსებული მარილი სამკურნალოა.[3] ტბასთან მდებარეობს სოფელი მასაზირი.
მასაზირის ტბა | |
---|---|
მასაზირის ტბა | |
კოორდინატები: 40°30′30″ ჩ. გ. 49°46′15″ ა. გ. / 40.50833° ჩ. გ. 49.77083° ა. გ. | |
მდებარეობა | აზერბაიჯანი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | –8 მ |
ფართობი | 9,2 კმ² |
მოცულობა | 3,5 კმ³ |
მაქსიმალური სიღრმე | 1 მ |
მარილიანობა | 330 ‰ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ აზერბაიჯანის ტბების სტატისტიკური მონაცემები
- ↑ მასაზირის ტბა // ცნობები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-13. ციტირების თარიღი: 2018-03-30.
- ↑ 3.0 3.1 მასაზირის ტბა // ცნობები[მკვდარი ბმული]
- ↑ მასაზირის ტბასთან არსებული ქარხანა