მარცელინუსი (პაპი)
(გადამისამართდა გვერდიდან მარცელინე (პაპი))
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|მარცელინუსი (პაპი)}} |
მარცელინუსი (ლათ. Marcellinus; დ. უცნობია — გ. 1 აპრილი, 304, რომი, იტალია) — რომის პაპი 296–304 წლებში.
ბიოგრაფიარედაქტირება
მარცელინუსის შესახებ ისტორიული ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. ცნობილია მხოლიდ ის, რომ პაპად აურჩევიათ 296 წლის 30 ივნისს და მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა 304 წელს იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ორგანიზებულ ქრისტიანთა დიდი დევნის დროს. თუმცა ეს უკანასკნელი ცნობაც სადაოა, არსებობს გადმოცემები, რომლის თანახმადაც მარცელინეს სიცოცხლის გადარჩენის მიზნით ქრისტიანობაც კი უარყვია.
იგი დაასაფლავეს 304 წლის 26 აპრილს პრიშილას სასაფლაოზე რომში. კათოლიკურმა ეკლესიამ მარცელინე წმინდანად შერაცხა.
მარცელინუსი ასევე ცნობილია იმით, რომ მანიქეველებს ებრძოდა[1].
სქოლიორედაქტირება
- ↑ მანანა ჯავახიშვილი, „პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2015, გვ. 11
წინამორბედი: გაიუსი |
რომის პაპი 296 — 304 |
შემდეგი: მარცელუს I |