მარტოსული“ (ესპ. La que no podía amar) — მექსიკური ტელენოველა, რომელიც გადაღებულია ტელევისას მიერ 2011 წელს. მთავარ როლებში მონაწილეობენ: ხორხე სალინასი, ანა ბრენდა კონტრერასი, სუსანა გონსალესი, ხოსე რონი. სერიალი ცნობილი კუბელი მწერლის დელია ფიალოს ნაწარმოების „ქალი რომელსაც სიყვარული არ შეეძლო“ ტელეეკრანიზაციაა. საქართველოში მისი პრემიერა გაიმართა ტელეკომპანია იმედის ეთერში — 2012 წლის 4 დეკემბერს და დამთავრდა 2013 წლის 4 ივლისს.

მარტოსული
ჟანრი დრამა
რომანტიკა
ავტორი დელია ფიალო
შეიმუშავა ტელევისა
მონაწილეობენ ანა ბრენდა კონტრერასი
ხორხე სალინასი
ხოსე რონი
სუსანა გონსალესი
ხულიან გილი
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ენა ესპანური
ეპიზოდი 166
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ხოსე ალბერტო კასტრო
ადგილ(ებ)ი ტუსტლა-გუტიერესი
ჩიაპასი
მეხიკო
ხანგრძლივობა 42-45 წთ (ეპიზოდი 1-155) 23-24 წთ (ეპიზოდი 156-166)
კომპანია ტელევისა
ეთერი
ორიგინალური არხი იმედი (ტელეკომპანია)
ჩვენების ფორმატი 1080i HDTV
რესურსები ინტერნეტში
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ანა პაულა ცხოვრობს ჩიაპასში, სადაც იგი სწავლობს ექთნის პროფესიას. პაულა გაჭირვებული გოგონაა, მას დედა არ ჰყავს. პაულას და მის ძმას მიგელს დეიდა როსაურა ზრდის. ერთ დღეს მიგელს დაჭრიან, და დაიჭერენ, სწორედ ამ დროს მათ ხვდებათ ბრუნო რეი, რომელსაც ანა პაულა დანახვისთანავე მოეწონება და თავს სახალხო ადვოკატად აცნობს. ის შესთავაზებს დახმარებას მისი ძმის ციხიდან დახსნის საქმეში. პაულა და მისი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, საიდანაც ქირის გადაუხდელობის და ასევე ბინის პატრონთან დაძაბული ურთიერთობის გამო მალე გამოყრიან, სწორედ ამიტომ ბრუნო პაულას უმხელს თავის ნამდვილ ვინაობას, რომ ის დაქირავებული ადვოკატია და სთავაზობს სამუშაოს დაწყებას „ჰასიენდა დელ ფუერტეში“ — თავისი უფროსის როხელო მონტეროს სახლში, ექთნად. მისი უფროსი ინვალიდია და ეტლს არის მიჯაჭვული. ანა პაულა თანხმდება ბრუნოს შეთავაზებას და იწყებს მუშაობას. როდესაც იგი რანჩოში ჩადის როხელიოთი გაკვირვებული რჩება, რადგან იგი უხეში და სასტიკი ადამიანია. როხელიოს ჰყავს და სინტია რომელსაც იდუმალი ურთიერთობა აქვს რანჩოს მუშასთან ეფრაინთან. სინტიას ეფრაინი არ უყვარს, ის უბრალოდ იყენებს გასართობად.

ერთ დღეს ანა გადაწყვეტს დატოვოს რანჩო და წავა მის ქალაქში, მდინარეზე. მოულოდნელად ის ადიდებულ მდინარეში ვარდება თუმცა ამ დროს გამოჩნდება ბიჭი გუსტავო დიურანი, რომელიც არის სიმპათიური ყმაწვილი, ის გადაარჩენს ანა პაულას დახრჩობისგან. მათ ერთმანეთი მოეწონებათ. ანა ბრუნდება რანჩოზე, თუმცა როხელიოს მძიმე ხასიათი ყელში ამოუვა და ჰასიენდადან მიდის. გზაში მას კვლავ გუსტავო ხვდება რომელიც ანას თავის სახლამდე მიიყვანს. გადის დრო. ანა რანჩოზე არ ბრუნდება, ამ დროის განმავლობაში ის პაციენტებთან დადის ექთნად და ამით ირჩენს თავს. პარალელურად გუსტავოსაც ხვდება და უყვარდება იგი. მას შემდეგ რაც ანამ რანჩო დატოვა, მისი პატრონი როხელიო საშინლად იმედგაცრუებული დარჩა და ყველანაირი შეთავაზებით ცდილობს პაულას ჰასიენდაზე დაბრუნებას, თუმცა პაულა ამაზე არ თანხმდება და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, რაზეც მტკიცე უარს იღებს. ინსტიტუტის გამოსაშვებ საღამოზე გუსტავოს სასიკვდილოდ სცემენ, ანას იგი მკვდარი ეგონება, პარალელურად, თავისი ძმა ყვება ავარიაში კომპანიის მანქანით, სადაც ის მუშაობს. მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, თანაც კომპანია ზარალისთვის უჩივის და ციხეში სვავს, ამავდროულად სახლის პატრონი სადაც პაულა ოჯახით ცხოვრობს სახლს ყიდის და მათ გარეთ ყრის. საშველი არსაიდან ჩანს თუმცა ამ დროს როხელიო გამოჩნდება რომელიც ყველა შესაძლო ხარჯს დაფარავს, ძმის მკურნალობისთვის. თუმცა სახლის და მისი ძმის პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება. ამ დროს როხელიო პაულას კიდევ ერთხელ სთავაზობს დაბრუნდეს მის რანჩოზე, ოღონდ არა ექთნის, არამედ ცოლის რანგში, რაზეც პაულა უარს ამბობს, რადგანაც მას გუსტავო უყვარს.თუმცა გუსტავო არსად ჩანს. საავადმყოფოში ის ნეკროლოგს ნახულობს სადაც გუსტავოს დაღუპვის ცნობაა.

იმედგაცრუებული პაულა თანხმდება როხელიოს შეთავაზებას და მიყვება მას ცოლად. როხელიო ასრულებს პირობას და მის ძმას ციხიდან ათავისუფლებს. ამ დროს როსაურას ქუჩაში მოულოდნელად გუსტავო ხვდება, რომელიც გამოსაშვებ საღამოზე საშინლად უცემიათ და სიკვდილს ძლივს გადაურჩა, და ანასთან შეხვედრა უნდა, თუმცა როსაურა მას ეუბნება რომ ანა უკვე გათხოვდა და გუსტავო აღარ აინტერესებს. ანა ბრუნდება ჰასიენდა დელ ფუერტში და რამდენიმე დღეში ცოლად მიყვება როხელიოს. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში როხელიო იხიბლება პაულათი და საბოლოოდ უყვარდება იგი.პაულა კი სულ გუსტავოზე ფიქრობს და ვერ ივიწყებს მას. მან იცის რომ გუსტავოს გარდა ვეღარავის შეიყვარებს.

„მარტოსული“ მიიჩნევა ტელევისას ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო ტელენოველად. მას 2011-2012 წლების მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული სერიალი უწოდეს.

პერსონაჟების დახასიათება

რედაქტირება

ანა პაულა კარმონა ფლორესი — ჰასიენდა დელ ფუერტეს ექთანი,როხელიოს მეუღლე,მიგელის ერთგული და, როსაურას დისშვილი, ფედერიკოს შვილი, ვანესას ნახევარ და, დანის საუკეთესო მეგობარი, გუსტავოს ყოფილი სიყვარულის ერთგული.
როხელიო მონტერო — ჰასიენდა დელ ფუერტეს მფლობელი, პაულას ქმარი, სინტიას ნახევარ ძმა, მარგარიტოს ბიოლოგიური მამა, ვანესას ყოფილი ქმარი, ბრუნოს ყოფილი სანდო მეგობარი და შემდგომში მისი უფროსი.
გუსტავო დიურანი — ინჟინერი, ანა პაულას ყოფილი გარდაცვლილი სიყვარული, სინტიას ქმარი, მოკლული იქნა ბრუნოს მიერ
სინტია მონტერო — როხელიოს ნახევარ და, მარგარიტოს დეიდა, გუსტავოს მეუღლე, ვანესას ყოფილი საუკეთესო მეგობარი, ეფრაინის საყვარელი, სიცოცხლეს ციხეში ამთავრებს დამწვარი სახით.
ბრუნო რეი — როხელიოს ადვოკატი, მისი ყოფილი მეგობარი, სინდიას თანამძრახველი, როხელიოს მტერი.

მსახიობები და როლები

რედაქტირება
მსახიობი პერსონაჟი
ხორხე სალინასი როხელიო მონტერო
ანა ბრენდა კონტრერასი ანა პაულა კარმონა ფლორესი
ხოსე რონი გუსტავო დიურანი
სუსანა გონსალესი სინტია მონტერო
ხულიან გილი ბრუნო რეი
ანა ბერტა ესპინი როსაურა ფლორეს ნავა
ანა მარტინი მარია
ინგრიდ მარცი დანიელა გუტიერესი
ფაბიან რობლესი ეფრაინ რიოსი
მარ კონტრერასი ვანესა გალვანი
ოსვალდო ბენავიდესი მიგელ კარმონა ფლორესი
ხორხე არავენა დავიდ რომო
პატი დიასი მაკარია
ალეხანდრო ავილა ერნესტო კორტესი
მარკო მენდესი ესტებანი
მიშელ რამაგლია კონსუელო ერერა
ანაისი მერსედეს დიურანი
ხერმან გუტიერესი ულისეს ერნანდესი
იგნასიო ლოპეს ტარსო ფერმინ პენია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება