მარტაბანის ყურე (ასევე ცნობილი როგორც მოუტამის ყურე) ― ყურე ანდამანის ზღვაში, ბირმის სამხრეთ ნაწილში. ყურეს სახელი ეწოდა ბირმის საპორტო ქალაქის, მოუტამას (წარსულში ცნობილი როგორც მარტაბანი), შესაბამისად. ყურეში მდინარეები: სიტაუნი, სალუინი და იანგონი ჩაედინება.[1]

მარტაბანის ყურე

მარტაბანის ყურის სანაპირო ტალღებითაა გამორჩეული. მათი სიმაღლე 4-7 მეტრია. ყველაზე მაღალი ტალღები ყურის დასავლეთ ნაწილშია გაბატონებული. ყურე სახეობათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა,[2] განსაკუთრებით, ზოლიან ვეშაპისებრთა სახეობებით.[3]

მარტაბანის ყურის ფოტო სატელიტიდან

2008 წელს რეგიონში ნავთობის რეზერვები აღმოაჩინეს. 2014 წლიდან ნავთობის მოპოვება ზავტიკას განვითარების პროექტის ფარგლებში დაიწყო, რომელიც ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული, ჩინური, ტაილანდური, ინდონეზიური და ინდური ნავთობკომპანიების საერთაშორისო კონსორციუმს წარმოადგენს. ნავთობს M6, M9 და M11 განყოფილებებში მოიპოვებენ.[4][5]

  1. Gulf of Martaban. InfoPlease.com. Accessed March 30, 2012.
  2. Wongthong P.. True J.. 2015. Community-Led Coastal Management in the Gulf of Mottama Project (CLCMGoMP): Updated situation analysis of the Gulf of Mottama - Based on the rapid socio-ecological assessment[მკვდარი ბმული] (pdf). Swiss Agency for Development and Cooperation. Retrieved on March 02, 2017
  3. Wildlife Conservation Society. 2014. Marine Conservation - Current knowledge and research recommendation (pdf). Retrieved on March 02, 2017
  4. „Zawtika project, Gulf of Martaban, Myanmar“. Offshore technology. ციტირების თარიღი: 10 April 2019.
  5. Zawtika development project. Offshore OCS. ციტირების თარიღი: 10 April 2019