მაროკოული ღვინო
ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს შორის მაროკო ითვლება საუკეთესო ბუნებრივი პოტენციალის მქონე ხარისხიანი ღვინოების მწარმოებელ ქვეყნად მაღალმთიანი და ატლანტიკის გამაგრილებელი გავლენის გამო, რადგან ეს ფაქტორები ანადგურებს ძალიან ცხელი ვენახების რისკს. 1956 წლამდე, კოლონიურ ეპოქაში, ღვინის მნიშვნელოვან ექსპორტიორად მოიაზრებოდა მაროკოს ღვინის ინდუსტრია, რომელიც განიცდის აღორძინებას და გაფართოებას გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან უცხოური ინვესტიციების შემოდინების გამო.[1]
ისტორია
რედაქტირებაითვლება, რომ მევენახეობა დღევანდელი მაროკოს რეგიონში ფინიკიელმა მკვიდრებმა დანერგეს და იგი ძველი რომის ხანაში დამკვიდრდა. ფართომასშტაბიანი მევენახეობა მაროკოში შეიტანეს ფრანგმა კოლონისტებმა, ისევე როგორც ეს მეზობელი ალჟირის ქვეყანაში მოხდა. ამასთან, მაროკოში წარმოებული ღვინის რაოდენობა არასოდეს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორც ალჟირში წარმოებული ღვინო. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დროს, 1956 წელს, ვენახის ფართობი იყო 55,000 ჰექტარი. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა ღვინის მწარმოებლებმა დატოვეს ქვეყანა მაროკოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1960-იან წლებში ღვინით ვაჭრობა მაინც გაგრძელდა, სანამ 1967 წელს ევროკავშირმა კვოტირება არ შემოიღო, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ტრადიციულ ბაზარზე შეზღუდული წვდომისა და სხვა ხმელთაშუაზღვის ქვეყნების ჭარბი წარმოების კონკურენციის შედეგად, ღვინის წარმოების დიდი ნაწილი არაეკონომიკური გახდა, ხოლო მაროკოს ვენახების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიყიდა და შეიცვალა სხვა კულტურებით. 1973–1984 წლებში ვენახების აბსოლუტურ უმრავლესობას მაროკოს სახელმწიფო მართავდა. სახელმწიფომ შემოიღო ფიქსირებული ფასები ყურძენზე, გარდა ამისა, ღვინის ხარისხი არ იყო თავსებადი კონკურენტუნარიანობის აღსადგენად და ამ ყველაფერმა დააზარალა მევენახეები. 1990-იანი წლების დასაწყისში მაროკოში იყო 40,000 ჰექტარი ვენახი, საიდანაც 13,000 ჰექტარი გაშენებული იყო ღვინის წარმოებისთვის (სხვა ვაზი გამოიყენებოდა სუფრის ყურძნად ან ქიშმიშის წარმოებისთვის) და ამ ვენახებიდან ნახევარზე მეტი იყო ძველი ან დაავადებული ვაზი დაბალი პროდუქტიულობით.[2]
1990-იან წლებში, მაროკოს მეფე ჰასან II-ის მმართველობის დროს, მაროკოში ღვინის წარმოება გაუმჯობესდა უცხოური (პირველ რიგში, ფრანგული) ინვესტიციების მოზიდვით და დამზადების ტექნოლოგიების ათვისებით. სახელმწიფომ უცხოური ღვინის კომპანიებს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ვენახები გრძელვადიანი იჯარით შესთავაზა. ფრანგულმა ღვინის კომპანიებმა აღადგინეს პარტნიორული ურთიერთობები მაროკოში.[3] 2000-იანი წლების დასაწყისში ვენახის ფართობი გაფართოვდა 50,000 ჰექტარამდე. მოგვიანებით დაინტერესდნენ მცირე ინვესტორები, რომლებიც უფრო მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებდნენ და არ იყვნენ ორიენტირებული ფართო მოცულობის ბაზარზე. [4]
ღვინის სახეობები და ყურძნის ჯიშები
რედაქტირებაწითელი ღვინო მნიშვნელოვნად დომინირებს და წარმოადგენს წარმოების 75 პროცენტზე მეტს. ვარდისფერი ღვინოები და ვინ გრის თითქმის 20 პროცენტია, ხოლო თეთრი ღვინო მხოლოდ 3 პროცენტს წარმოადგენდა 2005 წლისთვის.
მაროკოში დარგული ტრადიციული წითელი ყურძენია კარიგანიანი (რომელიც ადრე დომინირებდა), სინსოტი (თითქმის 40 % 2005 წელს), ალიკანტე და გრენაჩი. კაბერნე სოვინიონის, მერლოტის და სირაჰის პლანტაციები სწრაფად გაიზარდა და ისინი დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენს. თეთრი ყურძნის ტრადიციულ სახეობებში შედის კლარეტ ბლანში და მუსკატი. მცირე ექსპერიმენტები ჩატარდა შარდონესთან, შენინ ბლანთან და სოვინიონის ბლანთანაც, სადაც საჭიროა ადრეული კრეფა, რათა თეთრი ღვინოები საკმარისად ახალი იყოს.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Jancis Robinson, ed. (2006). „Morocco“. Oxford Companion to Wine (3rd ed.). Oxford: Oxford University Press. pp. 453–454. ISBN 0-19-860990-6.
- ↑ Omar Brousky. (June 25, 2013) Fine wines flourishing in Muslim Morocco. Fox News. ციტირების თარიღი: October 13, 2013.
- ↑ Castel has not yet exhausted all the potential of North Africa დაარქივებული 2011-10-02 საიტზე Wayback Machine. , Drinks Media Wire, 2006-02-09
- ↑ Moroccan wine and muslims დაარქივებული 2008-06-09 საიტზე Wayback Machine. , Decanter 2008-06-06
- ↑ L'histoire du vin et de la vigne au Maroc, vindumaroc.com, accessed 2010-06-29