მაროკოს ტერიტორიული მოწყობა
მაროკო დაყოფილია 16 რეგიონად (მათ შორისაა მოქცეული დასავლეთ საჰარის ტერიტორიები), რომლებიც თავის მხრივ იყოფა 13 პრეფექტურად და 50 პროვინციად.[1] ხოლო პრეფექტურები და პროვინციები დაყოფილია: დისტრიქტებად, მუნიციპალიტეტებად და არონდისმანებად.
№ რუკაზე | რეგიონი | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, კაცი. (2004) |
სიმჭიდროვე, კაცი./კმ² |
---|---|---|---|---|---|
1 | შავია-უარდიტა | სეტატი | 7 010 | 1 655 660 | 236,19 |
2 | დუკალა-აბდა | საფი | 13 285 | 1 984 039 | 149,34 |
3 | ფეს-ბულმანი | ფესი | 19 795 | 1 573 055 | 79,47 |
4 | გარბ-შრარდა-ბენი-ჰსენი | კენიტრა | 8 805 | 1 859 540 | 211,19 |
5 | დიდი კასაბლანკა | კასაბლანკა | 1 615 | 3 631 061 | 2248,33 |
6 | გულიმიმ-ეს-სმარა | გულიმიმი | 71 970 | 401 984 | 5,58 |
7 | ელ-აუნ-ბუჯდური-სეგიეტ-ელ-ჰამრა | ელ-აუნ | 139 480 | 256 152 | 1,84 |
8 | მარაქეშ-ტენსიფტ-ელ-ჰაუზი | მარაქეში | 31 160 | 3 102 652 | 99,57 |
9 | მექნეს-ტაფილალეტი | მექნესი | 79 210 | 2 141 527 | 27,04 |
10 | აღმოსავლეთი რეგიონი | უჯდა | 82 820 | 1 918 094 | 23,16 |
11 | ვადი-ედ-დაჰაბი-ელ-ქუვირა | დაჰლა | 50 880 | 99 367 | 1,95 |
12 | რაბათ-სალე-ზამურ-ზაერი | რაბათი | 9 580 | 2 366 494 | 247,02 |
13 | სუს-მასა-დრაა | აგადირი | 70 880 | 3 113 653 | 43,93 |
14 | ტადლა-აზილალი | ბენი-მელალი | 17 125 | 1 450 519 | 84,70 |
15 | ტანჯერ-ტეტუანი | ტანჯერი | 11 570 | 2 470 372 | 213,52 |
16 | თაზა-ელ-ჰოსეიმა-ტაუნატი | თაზა | 24 155 | 1 807 113 | 74,81 |
სულ | 639 340 | 29 831 282 | 46,66 |
ყოველი რეგიონი შედგება რამდენიმე პროვინციისა და პრეფექტურისგან.
დასავლეთი საჰარა
რედაქტირებაე.წ. მაროკოს სამხრეთი პროვინციები — გულიმიმ-ეს-სმარა (6), ელ-აუნ-ბუჯდური-სეგიეტ-ელ-ჰამრა (7) და ვადი-ედ-დაჰაბი-ელ-ქუვირა(11) — წარმოადგენს ოკუპირებული დასავლეთი საჰარის ტერიტორიებს, რომელებზეც პრეტენზიებს გამოთქვამენ მაროკო და პოლისარიოს ფრონტი. ეს ფრონტი იბრძვის დასავლეთი საჰარის დამოუკიდებლობისთვის, საჰარის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკის ჩარჩოში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Morocco in Figures 2003: A document by the Moroccan Embassy in the USA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-22. ციტირების თარიღი: 2013-11-25.