მარკ ზლატკინი
მარკ იზრაელის ძე ზლატკინი (დ. 12 აგვისტო [ძვ. სტ. 30 ივლისი] , 1898, სოფ. გროდოვკა, დონეცკის ოლქი ― გ. 1995, ისრაელი ) — ჟურნალისტი და გამომცემელი. ცენტრალური გამომცემლობების „იზვესტიის“, „პრავდის“, „ტრუდის“ ამიერკავკასიის განყოფილების გამგე. 1927 წლიდან გამომცემლობა „ზარია ვოსტოკას“ დირექტორის მოადგილე, 1941 წლიდან — დირექტორი. 1963 წლიდან გამომცემლობა „მერანის“ რუსული გამოცემათა რედაქციის მთავარი რედაქტორი. მისი რედაქტორიბით გამოიცა ქართველ კლასიკოსთა და თანამედროვე მწერალთა თხზულებანი რუსულ ენაზე. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, აგრეთვე მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 522.