მარკ არიანი
მარკ მარკარიანი, ცნობილი როგორც მარკ არიანი (სომხ. Մարկ Արյան; დ. 14 ნოემბერი, 1926, ვალენსია, საფრანგეთი — გ. 30 ნოემბერი, 1985, ოჰაინი, ბელგია) — ფრანგი-ბელგიელი, წარმოშობით სომეხი მომღერალი, მუსიკებისა და მელოდიების მწერალი, აგრეთვე ჩანაწერების პროდიუსერი. საფრანგეთის მოქალაქე დაბადებიდან იყო, ხოლო ბელგიის მოქალაქეობა ხანგრძლივი ცხოვრების შედეგად შეიძინა.
მარკ არიანი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 14 ნოემბერი, 1926[1] [2] |
დაბ. ადგილი | ვალანსი[2] |
გარდ. თარიღი | 30 ნოემბერი, 1985[1] [2] (59 წლის) |
გარდ. ადგილი | Ohain |
დასაწყისი
რედაქტირებამარკ არიანი დაიბადა 1926 წლის 14 ნოემბერს ლიბანელი სომეხი მშობლების ოჯახში, რომლებიც თურქეთიდან, მალატიიდან იყვნენ ჩამოსული. იგი მუსიკასა და ფორტეპიანოს ვალენსიაში სწავლობდა; ამ პერიოდშივე დაიწყო საკუთარი სიმღერების წერა. 1957 წელს დატოვა ვალენსია, რადგან პარიზში უკეთესი მუსიკალური შესძლებლობები არსებობდა. 1963 წელს გაემგზავრა ბელგიაში. შემდეგ მარკ არიანმა ბელგიაში დასახლება გადაწყვიტა; იგი ჯერ ვატერლოში, ხოლო შემდგომ ოჰაინში ცხოვრობდა.
კარიერა
რედაქტირებაადგილობრივი წარმატების წლების შემდეგ (1964-1965), 1966-1969 წლები საერთაშორისო მასშტაბით მისთვის ყველაზე აყვავებული პირიოდი აღმოჩნდა. მარკ არიანი დიდი პოპულარობით სარგებლობდა შუა აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ლიბანსა და სირიაში, სადაც რამდენიმე სიმღერას სომხურ ენაზე მღეროდა; იგი პოპულარული იყო აღმოსავლეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაშიც.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადაიბადა 1926 წელს, ეთნიკურად სომეხ ოჯახში; იგი შვიდი შვილიდან მესამე იყო. მას უცხო ენებისადმი კარგი დამოკიდებულება გააჩნდა: შეეძლო რამდენიმე ენაზე საუბარი (9-მდე ენა). მისი სიყვარული მუსიკისადმი ძალიან ადრეულ ასაკში გამოჩნდა. თავდაპირველად იგი მამას ბიზნესში ეხმარებოდა: შუა აღმოსავლურ საკვებს ყიდდა. სუ რაღაც 18 წლის ასაკში, იგი ძალიან ავად გახდა, მამის ბიზნესი მიატოვა და სრულიად მუსიკაზე კონცენტრირდა; განსაკუთრებული წარმატება ბელგიაში გადასვლის შემდეგ ჰპოვა.
მარკ არიანი გარდაიცვალა 1985 წლის 30 ნოემბერს, ბელგიაში. გარდაცვლისას იგი სულ რაღაც 59 წლის იყო. დაწერილი აქვს 200-ზე მეტი მუსიკა. გაუგებრობა იყო მისი დაბადების თარიღზე:ფიქრობდნენ რომ იგი 1935 წელს დაიბადა, თუმცა საფლავის ქვაზე დაბადების თარიღად 1926 წელი აწერია.
მისი საუკეთესო სიმღერები 1974 წელს ორმაგ CD კოლექციაში გამოვიდა და კვლავ გაყიდვების ტოპ ათეულში მოხვდა.