მარკუს ვალერიუს ვოლუსუსი
მარკუს ვალერიუს ვოლუსუსი (ლათ. Marcus Valerius Volusus) — რომაელი პოლიტიკოსი. ძვ. წ. 505 წელს მარკუსი რომის რესპუბლიკის კონსულად აირჩიეს, მისი თანაკონსული იყო პუბლიუს პოსტუმიუს ტუბერტუსი. მარკუსი ვოლუსუს ვალერიუსის შვილი, ასევე მანიუს ვალერიუს მაქსიმუსის (დიქტატორი ძვ. წ. 494 წელს) და პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლას (კონსული ძვ. წ. 509, ძვ. წ. 508, ძვ. წ. 507 და ძვ. წ. 504 წლებში) ძმა იყო. მისი კონსულობის პერიოდში ძვ. წ. 505 წელს საბინებსა და რომაელს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც საომარ მოქმედებაში გადაიზარდა. თუმცა მარკუსმა წარმატებულად იბრძოლა საბინების წინააღმდეგ და გამარჯვებაც მოიპოვა, მოგვიანებით ის და მისი თანაკონსული პუბლიუს პოსტუმიუს ტუბერტუსი ტრიუმფით დააჯილდოვეს[1].
მარკუს ვალერიუს ვოლუსუსი Marcus Valerius Volusus | |
რომის რესპუბლიკის კონსული | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ძვ. წ. 505 – ძვ. წ. 505 თანაკონსული: პუბლიუს პოსტუმიუს ტუბერტუსი | |
წინამორბედი | ფლავიუსი და აკვილინუსი |
მემკვიდრე | პუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი |
მოქალაქეობა | რომის რესპუბლიკა |
მამა | ვოლუსუს ვალერიუსი |
შვილები | ლუციუს ვალერიუს პოტიტუსი |
ძვ. წ. 496 წელს რომაელები და ლათინები ერთმანეთს რეგილუსის ტბის ბრძოლაში დაუპირისპირდნენ, ბრძოლაში ლათინების მხარეს იბრძოდა რომის უკანასკნელი მეფე ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი და მისი ვაჟი ტიტუს ტარკვინიუსი. ბრძოლისას მარკუს ვალერიუსმა ტიტუს ტარკვინიუსის მოკვლა გადაწყვიტა, თუმცა ტიტუსის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მარკუსს დაასწრო და მოკლა. მარკუსის ვაჟი ლუციუს ვალერიუს პოტიტუსი ძვ. წ. 483 და ძვ. წ. 470 წლებში რომის კონსულის თანამდებობაზე მოღვაწეობდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ტიტუს ლივიუსი. რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან. 2.16
წინამორბედი: ფლავიუსი და აკვილინუსი |
რომის რესპუბლიკის კონსული თანაკონსული: პუბლიუს პოსტუმიუს ტუბერტუსი ძვ. წ. 505 |
შემდეგი: პუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი |