სპურიუს ლარციუს ფლავიუსი
სპურიუს ლარციუს ფლავიუსი ან რუფუსი (ლათ. Spurius Lartius Flavus (Rufus)) — რომაელი პოლიტიკოსი და სამხედრო მოღვაწე. დანამდვილებით უცნობია სპურიუსის გვარი, არსებობს ორი ვერსია ფლავიუსი და რუფუსი. რომის რესპუბლიკის ადრეულ ისტორიაში სპურიუსი ერთ-ერთ წამყვან პიროვნებად ითვლება. იგი ორჯერ აირჩიეს რესპუბლიკის კონსულად. პირველად ძვ. წ. 506 წელს, ამ პერიოდში მისი თანაკონსული აკვილინუსი იყო. მეორედ კი ძვ. წ. 490 წელს, მისი თანაკონსული კი კვინტუს სულპიციუს კამერინუს კორნუტუსი იყო. თუმცა სპურიუსი ყველაზე პოპულარული ძვ. წ. 508 წელს გახდა, როდესაც კლუსიუმის მეფის ლარს პორსენისა და მისი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში სპურიუსმა, თანაკონსულმა ტიტუს ჰერმინიუს აკვილინუსმა და პუბლიუს ჰორაციუს კოკლესმა ხიმინჯებიანი ხიდის დაცვა შეძლეს.[1].
სპურიუს ლარციუს ფლავიუსი (რუფუსი) Spurius Lartius Flavus (Rufus) | |
რომის რესპუბლიკის კონსული | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ძვ. წ. 506 – ძვ. წ. 506 თანაკონსული: ტიტუს ჰერმინიუს აკვილინუსი | |
წინამორბედი | პულვილუსი და პუბლიკოლა |
მემკვიდრე | ვოლუსუსი და ტუბერტუსი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ძვ. წ. 490 – ძვ. წ. 490 თანაკონსული: კვინტუს სულპიციუს კამერინუს კორნუტუსი | |
წინამორბედი | აუგურინუსი და ატრატინუსი |
მემკვიდრე | იულუსი და რუფუსი |
დაბადებული | ძვ. წ. VI საუკუნე |
გარდაცვლილი | ძვ. წ. V საუკუნე |
მოქალაქეობა | რომის რესპუბლიკა |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ უილიამ სმიტი (1844). ბერძნული და რომაული ბიოგრაფიისა და მითოლოგიის ლექსიკონი
წინამორბედი: პულვილუსი და პუბლიკოლა |
რომის რესპუბლიკის კონსული თანაკონსული: ტიტუს ჰერმინიუს აკვილინუსი ძვ. წ. 506 |
შემდეგი: ვოლუსუსი და ტუბერტუსი |
წინამორბედი: აუგურინუსი და ატრატინუსი |
რომის რესპუბლიკის კონსული თანაკონსული: კვინტუს სულპიციუს კამერინუს კორნუტუსი ძვ. წ. 490 |
შემდეგი: იულუსი და რუფუსი |