მარკო პანტანი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მარკო პანტანი}} |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
მარკო პანტანი (იტალ. Marco Pantani; დ. 13 იანვარი, 1970, ჩეზენა — გ. 14 თებერვალი, 2004, რიმინი) — იტალიელი ველომრბოლელი.
მარკო პანტანი დაიბადა 1970 წლის 13 იანვარს, იტალიის ქალაქ ჩეზენაში. 1998 წელს მოგებული აქვს ჯირო დიტალია და ტურ დე ფრანსი. გარდაიცვალა 2004 წლის 14 თებერვალს.
როდესაც მარკო გახდა 12 წლის, სწორედ მაშინ ბაბუამ მას პირველი ველოსიპედი აჩუქა.მარკოს ძალიან უყვარდა ველოსიპედი.მრავალჯერ შლიდა და აწყობდა მას. მისი პირველი გუნდი იყო ფაუსტო კოპი დი ჩესენატინო.1984 წლის 22 აპრილს მან პირველი გამარჯვება მოიპოვა,რასაც მოყვა წარმატებული სერია.ეს გამარჯვებები არ დარჩა შეუმჩნეველი და იგი მიიწვიეს წარმოედგინა თავისი რეგიონი იტალიის ჩემპიონატზე დებიუტანტებს შორის.მისი 1990 წლის ბეიბი-ჯიროზე მან საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა,მიუხედავად იმისა რომ პირველივე ეტაპზე მხარი დაიზიანა და მთელი რბოლის განმავლობაში სპეციალური სახვევებით გამოდიოდა. ამავე ტურნირზე 1991 წელს იგი მეორე, ხოლო 1992 წელს გამარჯვებული გახდა.
1992 წლის 5 აგვისტოს მან პირველად მიიღო მონაწილეობა პროფესიულ რბოლაში. 1992-1993 წლებში იგი მრავალ ტურნირზე გამოდიოდა, მათ შორის აღსანიშნავია ბელგიური კლასიკური რბოლები: ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟი,ფლეშ-ვალონი.
1994 წელს შედგა მისი დებიუტი ჯირო დიტალიაზე,სადაც გახდა ორი სამთო ეტაპის გამარჯვებული.მოიგო თეთრი მაისური დაწესებული საუკეთესო ახალგაზრდა მრბოლელისთვის და სამთო ჩათვლაში დაიკავა მეორე ადგილი. 1995 წლის მაისში, ვარჯიშის დროს ,მანქანის დაჯახების გამო იძულებული ხდება გამოტოვოს ჯირო დიტალია, ხოლო ტურ დე ფრანსს ხვდება ფორმაში,სადაც ასევე იგებს ორ ეტაპს.იკავებს მეცამეტე ადგილს საერთო ჩათვლაში და ხდება საუკეთესო ახალგაზრდა ველომრბოლელი.იმავე წელს კოლუმბიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე იკავებს მესამე ადგილს,აბრაჰამ ოლანოსა და მიგელ ინდურაინის შემდეგ.
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ მარკო პანტანი მონაწილეობას იღებს მილანი-ტურინის რბოლაში,სადაც მას ეჯახება ჯიპი და მრავლობითი დაზიანებებით იგი ხვდება საავადმყოფოში.მისი ანალიზების შედეგებიჰემატოკრიტზე და ჰემოგლობინზე მნიშვნელოვნად აღემატებოდა ნორმას.რამდენიმე დღეში მაჩვენებლებმა მკვეთრად ვარდნა იწყეს და ექიმებს სპეციალური პრეპარატების დანიშვნა მოუწიათ,რათა თავიდან აეცილებინათ ანემია.ამ ფაქტის გამო ველოსპორტის საერთაშორისო გაერთიანებამ გაამკაცრა დოპინგ კონტროლი,შემოიღო ახალი რეგულაციები.ტურინის სასამართლომ მარკო პანტანის ბრალი დასდო სპორტულ თაღლითობაში,მიუხედავად იმისა რომ კანონი მოგვიანებით შევიდა ძალაში. 1996 წელს ძირითადად დაკავებულია ტრავმების მორჩენით.აგვისტოში ის ახერხებს რბოლაში დაბრუნებას 1997 წელს ჯირო დიტალიაზე ხვდება ავარიაში და ახერხებს დაუბრუნდეს რბოლას ტურ დე ფრანსზე.სადაც ასევე იგებს ორ ეტაპს.იკავებს მესამე ადგილს საერთო ჩათვლაში,აგებს რა იან ულრიხთან და რიშარ ვირანკთან 1998 წელი მისი გამარჯვებების წელია. წლის განმავლობაში იგებს თექვსმეტ რბოლას. ერთი წლის განმავლობაში იგებს ორ უპრესტიჟულეს რბოლას ჯიტო დიტალიას და ტურ დე ფრანსს.1994 წლიდა ასეთი რა მიუღწევლად მიიჩნეოდა ყველასთვის, რადგან თვით მიგელ ინდურაინმაცვერ შეძლო. ორი მრავალდშიანი რბოლის მოგება.1998 წლის ჯირო დიტალიაზე იგი იგებს ორ ეტაპს და საეღტო ჩათვლასთან ერთად საუკეთესოა სამთო ჩათვლაშიც.
1999 წელი დაიწყო გამარჯვებებით. იგი იგებს ჯირო დიტალიაზე ოთხ ეტაპს.თუმცა ერთ-ერთი ტესტის დროს მის სისხლში ჰემატოკრიტის დონე აღემატება ნორმას.მას ხსნიან რბოლიდან. ეს მომენტი ითვლება საწყისად მისი წარუმატებლობის დასაწყისად.მიუხედავად მრავალი ბრალდებისამარკო პანტანის არც ერთ დოპინგ კონტროლზე არ ჩავარდნილა.
2000 წელს მისი მთავარი მიზანი ტურ დე ფრანსი ხდება. იგი იგებს ეტაპს მონ ვენტუდან კურშევილამდე. [[ლენს არმსტრონგი|ლენს არმსტრონგის}განცხადებას რომ მან ძალით დათმო ეტაპი, მარკო გამოყავს მწყობრიდან.შემდეგ ეტაპებზე იგი ახორციელებს შესანიშნავ გაქცევებს, თუმცა ამით ფიტავს თავის თავს და ტურ დე ფრანსს ლენს არმსტრონგი იგებს.
2001 წელს მარკო ჯიროს ხვდება ცუდ ფორმაში, ამასთან ერთ ერთი ეტაპის შემდეგ მას აკავებენ 50-მდე ადამიანთან.მათ მიმართ წაყენებული იყო ბრალდება აკრძალული ნივრიერებების შენახვის გამო. მათ სასტუმროში აღმოჩენილი იქნა ნემსები ინსულინის კვალით,რაც დანაშაულის დამადასტურებელ ფაქტად ჩაითვალა. მარკოს რვა თვით აეკრძალა რბოლებში მონაწილეობა.აპელაციის შემდეგ ეს დრო ორ თვემდე შემცირდა.
2002 წელს მან მონაწილეობა მიიღო ჯირო დიტალიაზე, თუმცა მაისში იტალიის ანტიდოპინგურმა სამსახურმა მოითხოვა პანტანის ოთხი წლით დისკვალიფიკაცია. მეთექვსმეტე ეტაპის შემდეგ მან დატოვა რბოლა, რადგანიგი იმ დროისათვის 75-ე ადგილზე იყო და გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. პანტანის გუნდს არ იწვევენ ტურდეფრანსზე, მას უკრძალავენ რვა თვით რბოლებში მონაწილეობას წინა წლიას სკანდალისგამო. 2003 წელს დისკვალიფიკაციას უმცირებენ ექვს თვემდე.ივლისში ქალაქ პადუიში გადის მკურნალობის კურსს.
მისი სიყვარულის გამო ბენდენებისა და საყურეების მიმართ მას შეარქვეს „მეკობრე“.
მარკო პანტანი გარდაიცვალა2004 წლის 14 თებერვალს, ქალაქ რიმინიში.