მარი ტუშე (დ. 1549 — გ. 28 მარტი, 1638) — შარლ IX-ის ერთადერთი ოფიციალური სამეფო საყვარელი. დაიბადა ორლეანში ჰუგენოტი ჟან ტუშეს და მარი მათის ბურჟუაზიულ ოჯახში. 1573 წელს შარლ IX-ისგან გაუჩნდა ვაჟი, "სამეფო ნაბიჭვარი" შარლ დე ვალუა. შარლ IX-ის გარდაცვალების შემდეგ ანრი III ვალუამ იკისრა მისი გაზრდა ხოლო მარი ტუშეს ახალი მონარქისგან პენსია დაენიშნა და სამეფო წრეში დარჩენის უფლება შეუნარჩუნდა. ტუშე მალევე ფრანსუა დე ბალზაკზე დაქორწინდა. მათ ჰყავდათ ქალიშვილი კატრინ დე ბალზაკი რომელიც დედისვე გზას გაჰყვა და ანრი IV-ის სამეფო საყვარელი გახდა. ტუშე პარიზში გარდაიცვალა.

მარი ტუშე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Marc Autheman, Marie Touchet: la discrète, Ramsay, 2008 - 128 pages (ISBN 2841149862)