მარი ბექაური
მარი ბექაური (დ. 8 იანვარი, 1990, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი და ფსიქოლოგი.
მარი ბექაური | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 იანვარი, 1990 (34 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მწერალი და ფსიქოლოგი |
მოქალაქეობა |
საქართველოს სსრ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ფსიქოლოგიის სპეციალობით დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ლიტერატურულ ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდა 2009 წელს, როდესაც გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „დები.“ იქიდან მოყოლებული იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში („Weekend“, „ლიტერატურული პალიტრა“).
2009 წელს კონკურსში „შემოდგომის ლეგენდა“ მისმა მოთხრობამ „ლილიანები“ დაიმსახურა თბილისის მერიის სიმპატია. იმავე კონკურში 2010 წელს გაიმარჯვა ნომინაციაში „ჟიურის სიმპატია“ (მოთხრობა „კედლები“).
2010 წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის, „წერო 2010“, პირველი ადგილის მფლობელი (მოთხრობა „ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია“). 2011 წელს გაიმარჯვა ლიტერატურულ კონკურსში „ალერდი“ (მოთხრობა „As the squares of hopscotch“).
2011 წელს მისი მოთხრობა „ჩემი მეზობლები და მეგობრები“ ითარგმნა და დაიბეჭდა ლიეტუვაში, სადაც რამდენიმე ქართველ მწერალთან ერთად მიწვეულ იყო მწერალთა კავშირის მიერ სემინარებზე დასასწრებად.
2012 წელს მოთხრობა „დები“ შევიდა კრებულში „ქართული პროზის ანთოლოგია“, რომელიც ითარგმნა ინგლისურ ენაზე და გამოიცა აშშ-ში („Contemporary Georgian fiction”). ამასთანავე, „დების“ ინგლისური თარგმანი დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალებში: „World Literature Today“ (აშშ) და „Prospect magazine“ (ბრიტანეთი).
მარის მოთხრობები შესულია წლის საუკეთესო 15 მოთხრობის კრებულებში,[1] რომელსაც ყოველწლიურად გამოსცემს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა: „დები“ (2009 წ.), „ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია“ (2010 წ.), „ლევ“ (2012 წ.).
2012 წელს გამოიცა მისი მოთხრობების პირველი კრებული „ელექტროთაობა“.[2]