მარიო ადორფი (გერმ. Mario Adorf; დ. 8 სექტემბერი, 1930, ციურიხი, შვეიცარია) — გერმანელი თეატრისა და კინოს მსახიობი, ასევე მწერალი და აუდიო წიგნების ავტორი.

მარიო ადორფი
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1930 (1930-09-08) (94 წლის)
ციურიხი, შვეიცარია
საქმიანობა მსახიობი, მწერალი
აქტიური 1954-დან
მეუღლე(ები) ლის ვერჰოვენი,
მონიკა ფაი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლის პერიოდში მუშაობდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულენოვან თეატრში - ციურიხის „შაუშპილჰაუსში“ რეჟისორის ასისტენტად. მიუნხენის ფოლკენბერგის სკოლაში სამსახიობო სკოლის დამთავრების შემდეგ, ითამაშა მიუნხენის კამერულ თეატრში. 1954 წლიდან იღებდნენ ფილმებში და მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა ბოროტმოქმედების როლს. 50 წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მან ითამაშა 120-ზე მეტ ფილმში. 1960-იანი წლების დასაწყისში ადორფი რომში გადავიდა. დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი, ძირითადად - ავტობიოგრაფიული.

გადაღებულია ფილმებში: ვინეტუ (ფრედერიკ სანტერი, 1963), ოპერაცია „წმინდა იანუარი“ (შაშილო; 1966), წითელი კარავი (ჯუზეპე ბიაჯი; 1969), რობინ ჰუდის ისრები (ძმა ტუკი; 1971), რვაფეხა-4 (სალვატორე ფროლო, 1989) და სხვა.

ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი ცოლი არის მსახიობი და თეატრის რეჟისორი ლის ვერჰოვენი, რეჟისორ პაულ ვერჰოვენის ქალიშვილი. მარიოს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან ასევე მსახიობი გახდა.

1985 წლიდან ქორწინებაშია მონიკა ფაისთან.

2010 წელს მარიო ადორფმა განაცხადა, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილი იყო კარლ მარქსის ცხოვრების კინოადაპტაციაში მთავარი როლის შესრულება. მისი სურვილი ასრულდა 2018 წელს, როდესაც გადაიღეს ფილმში „კარლ მარქსი - გერმანელი წინასწარმეტყველი“.

 
მარიო და მონიკა ადორფები

2018 წლიდან ქალაქი ვორმსი და ნიბელუნგების ფესტივალი ვორმსში გადასცემენ მარიო ადორფის პრემიას მსახიობებს, სცენოგრაფისტებს, რეჟისორებს და სხვა ნიბელუნგების ფესტივალის მონაწილეებს, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული მხატვრული შესრულებით. თავად ადორფი შედის ფესტივალის მზრუნველთა საბჭოში და ჟიურის შემადგენლობაში. ის იყო 2002 წელს ფესტივალის ინიციატორი და 2002 და 2003 წლებში მასში მონაწილეობდა, როგორც მსახიობი.[1][2][3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. VRM GmbH & Co KG. Worms: Stadt vergibt Mario-Adorf-Preis – Wormser Zeitung de. ციტირების თარიღი: 2019-06-24
  2. Mario-Adorf-Preis – Nibelungen-Festspiele Worms. ციტირების თარიღი: 2019-06-24
  3. WELT. Ursula Strauss erhält Mario-Adorf-Preis