მარინე საყვარელიძე

მარინე საყვარელიძე (დ. 26 ივნისი, 1926, თბილისი — გ. 2013) — ქართველი ექიმი და ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1957 წლიდან მუშაობდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამედიცინო ფსიქოლოგიის განყოფილებაში, ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1973-1989 წლებში იყო ამავე განყოფილების გამგე; 1969-1985 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრაზე კითხულობდა პათოლოგიური ფსიქოლოგიის კურს; 1989-2001 წლებში ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ კონსულტანტი; 1996-2001 წლებში ფსიქოლოგიის ინსტიტუტთან არსებული სამედიცინო ფსიქოლოგიის ინსტიტუტში კითხულობდა პათოლოგიური ფსიქოლოგიის კურსს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თავის ტვინის შუბლის წილების დაზიანების ფსიქოპათოლოგიისათვის“, დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა — „შიზოფრენიული აზროვნების პათოფსიქოლოგიისათვის“, დაიცვა 1974 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება