მარინე რაზმაძე

ქართველი ექიმი და მეცნიერი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარინე რაზმაძე (დ.8 მაისი, 1963, ტყიბული) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1987-1992 წლებში იყო მოსკოვის ცენტრალური ექიმთა და ხელოვნების ინსტიტუტის №1 თერაპიის კათედრის ორდინატორი და ასპირანტი, ბაზა-ბოტკინის სახელობის საავადმყოფოს IV კარდიოლოგიური განყოფილება. არის 15-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეხება სადღეღამისო ეკგ მონიტორირებით იშემიური ცვლილებების დიაგნოსტიკას, ექოკარდიოგრაფიის როლის გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების დიაგნოსტიკაში, კალციუმის ანტაგონისტების გავლენას დიასტოლურ ფუნქციაზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „იშემიური ცვლილებები სადღეღამისო ეკგ მონიტორირებით და ანტიანგინალური პრეპარატების ეფექტის ანალიზი“, დაიცვა 1992 წელს.

რესურდები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარინე_რაზმაძე“-დან