მარინე ლაზარაშვილი-ჯიბლაძე

მარინე ლაზარაშვილი (დ. 23 იანვარი, 1951, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი,პედაგოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1974 წლიდან პერიოდულად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ლაბორანტის თანამდებობაზე. 1976 წლიდან შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საშუალო სპეციალური განათლების სისტემაში. 1997 წლიდან მუშაობს თბილისის სამგორის რაიონის განათლების განყოფილებაში გეოგრაფიის სწავლების მეთოდისტად. აქვე, რაიონის სკოლების ბაზაზე ჩამოაყალიბა „მცირე გეოგრაფიული საზოგადოება“. მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ინჟინრის თანამდებობაზე. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საშუალო სპეციალური განათლების სისტემაში. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა ნაწილი ეხება მეთოდურ საკითხებს. მისი თანაავტორობით გამოიცა „სამუშაო რვეულები გეოგრაფიაში“ VIII და IX კლასებისათვის (1998).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი თბ., 2003, გვ. 166

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება