მარინე აბესაძე
მარინე აბესაძე (დ. 20 მარტი, 1948, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1973–1975 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1975–1978 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში. 1978–1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი. 1988–1992 წლებში ამავე კათედრის დოცენტი. 1992 წლიდან ამავე კათედრის პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 42 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გაშუქებულია საკითხები სიმსივნური და მისი მომიჯნავე ქსოვილების სისხლძარღვოვანი კალაპოტის, ქალის სასქესო ორგანოების მიკროცირკულაციური კალაპოტის შესახებ ნორმასა და ზოგიერთ ექსტრემალურ პირობებში.
1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პერიფერიული სისხლძარღვოვანი კალაპოტის რეაქტიულობა სიმსივნემატარებელ ცხოველებში ონტოგენეზის სხვადასხვა პერიოდში“.
1990 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „საშვილოსნოს ინტრაორგანული სისხლძარღვოვანი კალაპოტის ფუნქციური მორფოლოგია ასაკობრივი ინვოლუციის პირობებში“.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Микроциркуляторное русло матки в норме и при беременности - Тбилиси, Медеа, 2005 с.189
- Лимфатическое русло женских половых органов - Тбилиси, Мецниереба, 1990 с. 232
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 8