მარინა რამაზაშვილი

ქართველი ექიმი, მეცნიერი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარინა რამაზაშვილი (დ. 27 მარტი, 1960, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

განათლება

რედაქტირება

1984 წელს დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1986 წელს კი მოსკოვის თვალის დაავადებათა ჰელმჰოლცის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატურა და 1988 წელს ასპირანტურა.[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

1991-1993 წწ. მუშაობდა ჰელმჰოლცის თვალის სნეულებათა ინსტიტუტის თვალის ფსკერის განყოფილებაში; 1993-1994 წწ. იყო საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ოფის-მენეჯერი; 1994-1995 წწ. მუშაობდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოს მენეჯერის მოადგილედ; 1995-2000 წწ. იყო მენეჯერი და ოფთალმოლოგი თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკაში - „ოფთალმიჯი“; 2000 წლიდან კლინიკა "კარაპს მედლაინის" ოფთალმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის მსოფლიო დიაბეტური ასოციაციის და ევროპის დიაბეტური სწავლების ასოციაციის წევრი (EASD), მსოფლიო და ევროპის ოფთალმოლოგიური და დიაბეტური კონგრესების მონაწილე, IQ კლინიკის დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება