ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარინა მგელაძე (დ. 5 სექტემბერი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. 1990 წლიდან იყო პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სასუნთქი სისტემის მწვავე არასპეციფიკური დაავადებებისა და იმუნოლოგიის პრობლემებს. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სახელმწიფო უნივერსიტეტ „გაენათის“ სამკურნალო–ბიოლოგიურ ფაკულტეტზე. პედიატრი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „იმუნური სტატუსი და ტაქტივინით იმუნოკორექცია სასუნთქი სისტემის მწვავე არასპეციფიკური დაავადებების დროს ადრეული ასაკის ბავშვებში.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია - თბ.,.- 2000- გვ. 195
  • წიგნი ღირსებისა: ტ 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ. 2000 - გვ. 208

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარინა_მგელაძე“-დან