მარინა დათუკიშვილი

ქართველი პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

მარინა (მარიკა) დათუკიშვილი (დ. 27 აგვისტო, 1968, სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.

მარინა (მარიკა) დათუკიშვილი
დაბადების თარიღი 27 აგვისტო, 1968 (1968-08-27) (56 წლის)
დაბადების ადგილი არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1992 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. 2005–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.

2022 წლის 16 ნოემბერს დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „საკრებულოს წევრი მარიკა დათუკიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 2022-11-20.