მარინა გიორგაძე
მარინა გიორგაძე (დ. 9 მარტი, 1954, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.
1979–1981 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში, 1981 წლიდან ბავშვთა საავადმყოფოს №1 კათედრის ასისტენტია. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის.
1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ჰეპატო–ბილიარული სისტემის მდგომარეობის თავისებურებათა შესწავლა ქრონიკული ქოლეცისტიტით დაავადებულ ბავშვებში ულტრაბგერითი სკანირების და რადიონუკლიდური კვლევის ავტომატიზირებული სისტემის გამოყენებით.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 69