მარია სური

უკრაინელი მომღერალი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარია სური (უკრ. Марія Сур; 2004 წლის 31 დეკემბერი) არის უკრაინელი მომღერალი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს შვედეთში.[1] მარია სური ყველაზე მეტად ცნობილია "მელოდიფესტივალენ 2023"-ის (მუსიკალური კომპოზიციით "Never Give Up") და "მელოდიფესტივალენ 2024"-ის (მუსიკალური კომპოზიციით "When I'm Gone") კონკურსებში მონაწილეობის გამო.

მარია სური
მარია სური 2024 წელს
მარია სური 2024 წელს
ბიოგრაფიული ინფორმაცია
დაიბადა2004 წლის 31 დეკემბერი (19 წლის), ზაპორიჟია, უკრაინა
საქმიანობამომღერალი
აქტიურობის წლები2022 წლიდან - დღემდე
ლეიბლიWarner Music Sweden

ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

მარია სური დაიბადა ზაპორიჟიაში. 2022 წელს სურიმ მონაწილეობა მიიღო The Voice-ის უკრაინული ვერსიის Holos Krainy მეთორმეტე სეზონში. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან გამო, სურიმ დედასთან ერთად დატოვა უკრაინა და გადასახლდა შვედეთში.[2] სური მცირე ხანში დაუკავშირდა მომღერალ სარა დაუნ ფინერს, რომელმაც უკრაინის სოლიდარობისთვის გამართულ საქველმოქმედო გალა ღონისძიებაზე გამოსვლის მიზნით ხელმძღვანელობა გაუწია. ღონისძიება გაიმართა სტოკჰოლმში, ავიჩის არენაზე, სადაც სურიმ წარადგინა Destiny's Child-ის სიმღერა "Survivor".[3] მოგვიანებით, მარია სურიმ კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ ლეიბლ "Warner Music Sweden"-თან.[4]

მარიამ სურიმ მონაწილეობა მიიღო "მელოდიფესტივალენ 2023"-ის კონკურსში, სადაც წარადგინა სიმღერა "Never Give Up" და ფინალურ ეტაპზე დაიკავა მე-9 ადგილი.[2] 2023 წლის ზაფხულის პერიოდში, სური უკრაინის მასშტაბით გამართულ მუსიკალურ ტურში იღებდა მონაწილეობას.[5] ასევე, სურიმ მონაწილეობა მიიღო "მელოდიფესტივალენ 2024"-ის კონკურსშიც, სადაც გამოვიდა სიმღერით "When I'm Gone";[6] 2024 წლის 10 თებერვალს სური გავიდა ნახევარფინალში და მოიპოვა ფინალურ ეტაპზე გასვლის უფლება. საბოლოო ჯამში, მარიამ სურიმ დააგროვა 72 ქულა (ჟიურის მხრიდან - 37 ქულა, ხოლო ტელევიზიის საშუალებით - 35 ქულა) და კონკურსის ფინალურ ეტაპზე დაიკავა მე-7 ადგილი.[7]

 
მარია სური ასრულებს "When I'm Gone" 2024 წლის Melodifestivalen-ის კონკურსზე.

დისკოგრაფია

რედაქტირება

სინგლები

რედაქტირება
სინგლების სია
მუსიკალური კომპოზიციის სახელწოდება წელიწადი პოზიციები ჩარტების პიკზე ყოფნის დროს ალბომი
SWE[8]
"Never Give Up" 2023 წელი 17 Non-album singles
"When I'm Gone" 2024 წელი 12[9]

  1. Rakel Clinton Lucas. (11 February 2023) Maria Sur: "Jag förstår faktiskt inte hur jag har orkat". Dagens Nyheter. ციტირების თარიღი: 1 March 2023
  2. 2.0 2.1 Berglund, Björn (8 February 2023). "Maria Sur: Från kriget till Melodifestivalen". TT. Aftonbladet. ციტირების თარიღი: 1 March, 2023. 
  3. Maria Sur flydde kriget – får stående ovationer i Avicii Arena. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი 2023. ციტირების თარიღი: 1 March 2023.
  4. Larsson, Ebba. (17 June 2022) Artisten Maria Sur flydde Ukraina – nu gör hon succé i Sverige. Expressen. ციტირების თარიღი: 1 March 2023
  5. Artisten Maria Sur uppträder på vår scen. bingolotto.se. ციტირების თარიღი: 1 March 2023.
  6. The 30 artists competing in Sweden's Melodifestivalen 2024. Eurovision.tv. European Broadcasting Union]] (EBU) (2023-12-01). ციტირების თარიღი: 2023-12-01
  7. Results and points to the Melodifestivalen 2024 final. Eurovisionworld (9 March 2024). ციტირების თარიღი: 9 March 2024.
  8. "Veckolista Singlar, vecka 11". Sverigetopplistan. ციტირების თარიღი: 18 March, 2023.
  9. "Veckolista Singlar, vecka 11". Sverigetopplistan. ციტირების თარიღი: 15 March, 2024..

სასარგებლო ბმულები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარია_სური“-დან