მარია სტროინიკ სქოლი

სლოვენი ასტროფიზიკოსი

მარია სტროინიკ სქოლი (სლოვენ. Marija Strojnik Scholl; დ. 13 ივლისი, 1950 , ლუბლიანა) — სლოვენი ასტროფიზიკოსი, რომელიც ამჟამად მუშაობს გამორჩეულ პროფესორად ლეონში, მექსიკაში, ოპტიკური კვლევის ცენტრში. ის ცნობილია CCD ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ოპტიკური ნავიგაციის ავტონომიური სისტემის შემუშავებით, რომელიც ამჟამად გამოიყენება თითქმის ყველა კომერციულ თვითმფრინავში და მრავალ კოსმოსურ ხომალდში, მათ შორის NASA Cassini-ის მისიაში.[1][2]

მარია სტროინიკ სქოლი
დაბ. თარიღი 13 ივლისი, 1950(1950-07-13) (74 წლის)
დაბ. ადგილი ლიუბლიანა, სლოვენია
მოქალაქეობა  სლოვენია
 იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
საქმიანობა ასტროფიზიკოსი და ფიზიკოსი
ალმა-მატერი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მამა Aleš Strojnik
ჯილდოები ოპტიკური საზოგადოების წევრი

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

სტროინიკ სქოლს ადრეულ ასაკში გაუჩნდა ინტერესი ოპტიკის მიმართ, როდესაც სამუშაოდ მამამისს, ალეშ სტროინიკს ახლდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ლიუბლიანას უნივერსიტეტის ფიზიკის პროგრამაზე; თუმცა, მისი მშობლები ამის შემდეგ მალევე წავიდნენ ემიგრაციაში შეერთებულ შტატებში და ის გაჰყვა მათ ტემპეში, არიზონა . იქ სტროინიკმა სკოლის შემდეგ სწავლა გააგრძელა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე. საბაკალავრო პროგრამა მხოლოდ ორ წელიწადში დაასრულა, ამასთანავე, ის ერთადერთი ქალი იყო თავის კლასში. მან განაგრძო ასპირანტურა იმავე უნივერსიტეტში და მიიღო მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში 1974 წელს. 1977 წელს მიიღო ოპტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი არიზონას უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი ინჟინერიაში (საინჟინრო აღმასრულებელი პროგრამა) 1981 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში . მან მოიპოვა დოქტორის ხარისხი ოპტიკურ მეცნიერებებში 1979 წელს არიზონას უნივერსიტეტის ოპტიკურ მეცნიერებათა კოლეჯში და ამ კუთხით ის იყო პირველი ქალი ოპტიკის განყოფილების ისტორიაში. [2] [3]

ინფრაწითელი ფიზიკის სპეციალობით იგი გახდა ოპტიკის განყოფილების მენეჯერი Rockwell International Corporation-ში, შემდეგ უფროსი ინჟინერი Honeywell- ში და Jet Propulsion Laboratory- ში (JPL). JPL-ში მან დააპროექტა, შეიმუშავა და დანერგა ახალი სისტემა ავტონომიური ოპტიკური ნავიგაციისთვის ვარსკვლავური სქემებისა და ინტელექტუალური CCD-ზე დაფუძნებული კამერის გამოყენებით. ეს სისტემა არის ავტონომიური ნავიგაციის საფუძველი ყველა კომერციულ თვითმფრინავში, თანამგზავრებში, რომლებიც ქმნიან GPS ქსელს და სხვა. ავტონომიური სანავიგაციო სისტემა გამოიყენებოდა NASA-კასინი-ჰუიგენსის ზონდის ნავიგაციის გასაადვილებლად სატურნში 2005 წელს. [2] [3] სტროინიკ სქოლმა მიიღო NASA-ს რამდენიმე სერტიფიკატი შემოქმედებითი განვითარებისა და ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის [4]

მისი დამსახურებიდან გამომდინარე, სტროინიკ სქოლი გახდა გამორჩეული პროფესორი ოპტიკური კვლევის ცენტრში ( Centro de Investigaciones en Optica ) მექსიკაში, სადაც მუშაობდა ეგზოპლანეტების პირდაპირი გამოვლენის მეთოდზე ინტერფერომეტრიის გამოყენებით. [1] ის არის ოპტიკური საზოგადოების (OSA) და SPIE-ის წევრი და იყო ჟურნალ Applied Optics, Infrared-ის (გამოყენებითი ოპტიკა, ინფრარედი) რედაქტორი ორი ვადით [5], ასევე, მუშაობდა ინფრაწითელი ფიზიკისა და ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო სამყაროს ჟურნალებისათვის . 

ჯილდოები

რედაქტირება

1996 წელს მან მიიღო „ოპტიკისა და ფოტონიკის საერთაშორისო საზოგადოების“ ( SPIE ) ჯორჯ ვ. გოდარდის ჯილდო. ის იყო ამ ჯილდოს მფლობელი პირველი ქალი. <[2]

1999 წელს მიენიჭა ოპტიკური საზოგადოების წევრის სტიპენდია.

ის არის მექსიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 2001 წლიდან.

1994 წელს გახდა SPIE-ს სტიპენდიატი.[6]

2018 წელს პროფესორ სტროინიკ სქოლს მიენიჭა ემერიტას სტატუსი Sistema Nacional de Investigadores (მექსიკის მკვლევართა ეროვნული რეესტრი).

ის იყო დროებითი ექსპოზიციის ნაწილი, სახელწოდებით „ცოდნა საზღვრებს გარეშე“, რომელიც ორგანიზებული იყო სლოვენიის ტექნოლოგიების მუზეუმის მიერ.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მარია სტროინიკ სქოლს ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც მან თავად გაზარდა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი გვერდითი სკლეროზის გამო გარდაიცვალა. ორი მათგანი თავად გახდა მეცნიერი. 2008 წელს სტროინიკ სქოლს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მან რამდენჯერმე დაამარცხა თერაპიით. [2] [3]

  1. 1.0 1.1 Gass, Jeanette. Marija Strojnik. The Optical Society. ციტირების თარიღი: 2018-10-15.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 „Marija Strojnik, the astrophysicist who sees beyond the solar system“. STAznanost. Slovenian Press Agency. 2017-11-23. ციტირების თარიღი: 2019-04-24.
  3. 3.0 3.1 3.2 Bandur, Simona (2018-05-23). „Znanstvenica, ki sledi svoji otroški želji po odkrivanju prostora“ [A scientist who follows her childhood wish to explore space]. Delo (სლოვენური). ციტირების თარიღი: 2019-04-24.
  4. Marija Strojnik. ციტირების თარიღი: 2020-09-13
  5. Marija Strojnik-Scholl. The International Society for Optics and Photonics. ციტირების თარიღი: 2019-04-24.
  6. SPIE Fellow.