მარია პასეკა (რუს. Мария Валерьевна Пасека; დ. 19 ივლისი, 1995) — რუსი სპორტული ტანმოვარჯიშე და რუსეთის ქალთა ტანვარჯიშის ეროვნული გუნდის წევრი. 2015 და 2017 წლების მსოფლიო ჩემპიონატების, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2015 წლის ზაფხულის უნივერსიადის ჩემპიონი „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პასეკამ რუსეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა, ინდივიდუალურ ჩათლაში კი, „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში — ბრინჯაოს მედალი. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ეროვნულ გუნდთან ერთადაც და „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაშიც, ვერცხლის მედლები დაიმსახურა.

მარია პასეკა

პასეკა 2015 წლის მხატვრული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე მონრეალში
სრული სახელი მარია ვალერიევნა პასეკა
მეტსახელ (ებ) ი მაშა, ბიფერმი
ქვეყანა (სპორტი) დროშა: რუსეთი რუსეთი
დაიბადა 19 ივლისი, 1995 (1995-07-19) (29 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
სიმაღლე 1,62 მ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური
გუნდი დინამოს ტანვარჯიშის კლუბი
მწვრთნელ(ებ)ი ოლგა სიკორო
ყოფილი მწვრთნელ(ებ)ი მარიანა გენადიევნა ულიანკინა, ნადეჟდა გალცოვა, ვიაჩესლავ სელიფანოვი
მუსიკა Hasta Que Te Conocí (2011-2012)

კარიერა უმცროსთა შორის

რედაქტირება

აპრილის პოლოს ბირმინგემში (გაერთიანებული სამეფო) ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე პასკემა „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში (14,275) ვერცხლის მედალი მოიპოვა, რუსეთის ეროვნულ ნაკრებს კი 55,850 ქულა მოუტანა და პირველ ადგილზე გასვლაში დაეხმარა.[1]

კარიერა უფროსთა შორის

რედაქტირება

აგვისტოში ეკატერინბურგში გამართულ რუსეთის თასზე პასეკამ „floor exercise“ ღონისძიებაში მეხუთე ადგილი დაიკავა, (13,125), „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (13,713).[2][3] რუსმა მწვრთნელმა, ვალენტინა როდიონეკომ განაცხადა: „ეკატერინბურგში „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში ძალიან კარგად არ გამოსულა, მაგრამ ის უმაღლესი დონის ტანმოვაჯიშეა.“[4]

სექტემბერში გენტში (ბელგია) ჩატარებული სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო თასი პასეკასთვის წარმატებული არ აღმოჩნდა: მან მხოლოდ მეხუთე („floor exercise“, 13,175) და მეექვსე („ბჯენითი რბენები“, 13,827) ადგილები დაიკავა.[5]

მოგვიანებით, სექტემბერში პენზაში (რუსეთი) გამართულ დინამოს საერთაშორისო შეჯიბრზე პასეკამ ვერცხლისა („ბჯენითი რბენები“, 13,935) და ბრინჯაოს („floor exercise“, 14,034) მედლები მოიპოვა.[6]

მარტში რუსეთის ეროვნული ჩემპიონატი პენზაში გაიმართა. ამ ჩემპიონატზე 14,867 („ბჯენითი რბენები“), 10,767 („uneven bars“) და 13,533 („floor exercise“) ქულებით პასეკა მოსკოვის გუნდს პირველი ადგილის დაკავებაში დაეხმარა. „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (14,120),[7] ხოლო „uneven bars“ ღონისძიებაში მეშვიდე ადგილს დასჯერდა (11,440).[8]

მაისში ბრიუსელში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პასეკამ „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში რუსეთის გუნდს 14,833 ქულა მოუტანა და ნაკრებს ვერცხლის მოპოვებაში დაეხმარა.[9]

ივნისში, პენზაში ჩატარებულ რუსეთის თასზე „ბჯენითი რბენები“ (11,925) და „uneven bars“ (13,175) ღონისძიებებში პასებამ მეშვიდე ადგილები აიღო.[10] მან გუნდს 15,800 („ბჯენითი რბენები“) და 14,134 („uneven bars“) ქულები მოუტანა და მოსკოვის გუნდს შეჯიბრის პირველ ადგილზე დასრულებაში დაეხმარა.[11]

ივლისის დასასრულს პასეკამ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. გუნდურ ჩათვლაში მან ნაკრებს „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში 15,300 ქულა მოუტანა და რუსეთის ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინდივიდუალურ ჩათვლაში მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა („ბჯენითი რბენები“, 15,050).[12] ამასთან დაკავშირებით პასეკამ განაცხადა: „არ შემიძლია ჩემი გრძნობები აღვწერო. ჯერ კიდევ ადრენალინია სისხლში. მართალია, მხოლოდ მესამე ადგილი, ბრინჯაოს მედალია, მაგრამ ის მაინც ოლიმპიური მედალია. ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ.“[13]

მარტში პენზაში გამართულ რუსეთის ჩემპიონატზე „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში პასეკამ კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა (13,475), „uneven bars“ ღონისძიებაში კი მერვე ადგილი დაიკავა (11,725).[14] იგივე ღონისძიებებში მან გუნდს 15,750 და 12,650 ქულა მოუპოვა და მოსკოვის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.[15]

აპრილში მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პასეკამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა („uneven bars“, 14,400).[16] საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში მარიამ მეორე ადგილი დაიკავა (14,733),[17] მაგრამ ფინალურ ეტაპზე პასეკა ცუდად გამოვიდა და მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა (13,499).

ივლისში ყაზანში გამართულ ზაფხულის უნივერსიადაზე პასეკამ თანაგუნდელებთან (ალია მუსტაფინა, ქსენია აფანასიევა, ტატიანა ნაბიევა და ანა დემენტიევა) ერთად იასპარეზა. ინდივიდუალურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა („ბჯენითი რბენები“, 14,950), გუნდურ ჩათვლაში კი რუსეთის ნაკრებს 15,100 („ბჯენითი რბენები“) ქულა მოუტანა და პირველ ადგილზე გასვლაში დაეხმარა.

შეჯიბრებათა ისტორია

რედაქტირება
 
ვერცხლის მედალოსანი მარია და რუსეთის ეროვნული გუნდი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 9 აგვისტო, 2016
წელი ღონისძიება Team all-around „ბჯენითი რბენები“ uneven bars balance beam floor exercise
2010 ევროპის ჩემპიონატი უმცროსთა შორის 1  2 
2011 რუსეთის თასი   5
გენტის მსოფლიო თასი 6 5
2012 ეროვნული ჩემპიონატი 1    7
შვეიცარია vs. დიდი ბრიტანეთი vs. რუსეთი 1 
ევროპის ჩემპიონატი 2 
რუსეთის თასი 1  7 6
ოლიმპიური თამაშები 2   
2013 ეროვნული ჩემპიონატი 2  1  8
ევროპის ჩემპიონატი 7  
ზაფხულის უნივერსიადა 1   
რუსეთის თასი 4 2  2   
2014 ეროვნული ჩემპიონატი 2  2 
რუსეთის თასი 1    5
მასილიას თასი (master Massilia 2  1  5
ვორონინის თასი 1  2 
2015 ეროვნული ჩემპიონატი 2  2   
ევროპის ჩემპიონატი 1 
ზაფხულის უნივერსიადა 1  1   
რუსუდან სიხარულიძის ტურნირი 1  2 
რუსეთის თასი 1  1  5 2 
მსოფლიო ჩემპიონატი 4 1 
ტოიოტას საერთაშორისო თასი 1 
2016 ეროვნული ჩემპიონატი 4
რუსეთი თასი 4 1 
ოლიმპიური თამაშები 2  2 
2017 ევროპის ჩემპიონატი 4
ზაფხულის უნივერსიადა 1   
მსოფლიო ჩემპიონატი 1 
წელი შეჯიბრი ადგილმდებარეობა ღონისძიება საფინალო ადგილი საფინალო ქულა საკვალიფიკაციო ადგილი საკვალიფიკაციო ქულა
2012 ევროპის ჩემპიონატი ბრიუსელი Team 2  175,536 2 172,562
„ბჯენითი რბენები“ 9 14,149
ოლიმპიური თამაშები ლონდონი Team 2  178,530 2 180,429
„ბჯენითი რბენები“   15,050 3 15,049
Uneven Bars 79 0,000
2013 ევროპის ჩემპიონატი მოსკოვი „ბჯენითი რბენები“ 7 13,499 2 14,733
Uneven Bars   14,400 6 14,100
2015 ევროპის ჩემპიონატი მონპელიე „ბჯენითი რბენები“ 1  15,250 4 14,416
Uneven Bars 5 14,233
მსოფლიო ჩემპიონატი გლაზგო Team 4 171,964 2 231,437
„ბჯენითი რბენები“ 1  15,666 2 15,583
Uneven Bars 6 14,800
Floor Exercise 42 13,666
2016 ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეირო Team 2  176,688 3 174,620
„ბჯენითი რბენები“ 2  15,253 4 15,049
2017 ევროპის ჩემპიონატი კლუჟ-ნაპოკა „ბჯენითი რბენები“ 4 14,283 2 14,412
მსოფლიო ჩემპიონატი მონრეალი „ბჯენითი რბენები“ 1  14,850 1 14,933

ინტერნეტ რესურსები

რედაქტირება
  1. 2010 European Gymnastics Championships Results Book (PDF). European Union of Gymnastics (2 May 2010). ციტირების თარიღი: 8 August 2012.
  2. International Gymnast Magazine Online – Komova Caps Comeback with Russian Cup Gold. Intlgymnast.com (2011-08-20). ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  3. International Gymnast Magazine Online – Komova, Garibov Golden Again at Russian Cup. Intlgymnast.com (2011-08-21). ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  4. International Gymnast Magazine Online – Russia Names Women's World Squad for Tokyo. Intlgymnast.com (2011-08-22). ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  5. Ghent World Cup Results. Figfront.lx2.sportcentric.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 27, 2014. ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  6. International Gymnast Magazine Online – Russians Sweep Dinamo Cup in Penza. Intlgymnast.com (2011-09-18). ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  7. International Gymnast Magazine Online – Moscow, Bondareva Peerless in Penza. Intlgymnast.com (2012-03-23). ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  8. International Gymnast Magazine Online – Mustafina Wins Again at Russian Nationals. Intlgymnast.com (2012-03-25). ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  9. 2012 Women's Artistic Gymnastics European Championships Results Book (PDF). European Union of Gymnastics (13 May 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 3, 2013. ციტირების თარიღი: 8 August 2012.
  10. International Gymnast Magazine Online – Mustafina, Ignatyev Golden at Russian Cup. Intlgymnast.com (2012-06-16). ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  11. International Gymnast Magazine Online – Moscow, Central Teams Win Russian Cup. Intlgymnast.com (2012-06-13). ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  12. Gymnastics Artistic Results Book (PDF). Fédération Internationale de Gymnastique (7 August 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 31, 2012. ციტირების თარიღი: 7 August 2012.
  13. Bronze day for Russian gymnasts, RT.com, 5 August 2012, http://www.rt.com/sport/gymnastics-individual-ablyazin-paseka-zou-izbasa-london-olympics-913/. წაკითხვის თარიღი: 7 August 2012
  14. Turner, Amanda. (6 March 2013) Ablyazin Wins Twice at Russian Championships. International Gymnast Magazine Online. ციტირების თარიღი: 16 May 2013.
  15. Turner, Amanda. (5 March 2013) Central Teams Win Russian Championships. International Gymnast Magazine Online. ციტირების თარიღი: 16 May 2013.
  16. http://www.ueg.org/media/results/419/Summary_Results_WomSenC3.pdf
  17. http://www.ueg.org/media/results/393/Both_Vault_Results_WomSenC1.pdf