მარია ლუიზა ბემბერგი
მარია ლუიზა ბემბერგი (დ. 14 აპრილი, 1922 — გ. 7 მაისი, 1995) — არგენტინელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. იგი ერთ-ერთი პირველი არგენტინელი ქალი კინორეჟისორია, რომელიც ლათინური ამერიკის არა მარტო კინოსამყაროში, არამედ ინტელექტუალურ ცხოვრებაშიც აქტიურად იყო ჩართული. მისი აქტიურობის პერიოდი 1970-1990 წლებს მოიცავს.
მარია ლუიზა ბემბერგი | |
---|---|
მშობლიური სახელი | María Luisa Bemberg |
დაბადების თარიღი |
14 აპრილი, 1922 ბუენოს-აირესი, არგენტინა |
გარდაცვალების თარიღი |
7 მაისი, 1995 (73 წლის) ბუენოს-აირესი, არგენტინა |
საქმიანობა |
კინორეჟისორი სცენარისტი |
აქტიური | 1959 - 1995 |
თავის შემოქმედებაში ბერბერგი ძირითადად ცნობილ არგენტინელი ქალებსია და ზედა ფენის წარმომადგენელთა ცხოვრებას ასახავდა. იგი ასევე ყურადღებას ამახვილებდა ფემინისტურ საკითხებზე. თავის ქვეყანაში იგი ქალ რეჟისორებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს, მისი უზარმაზარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა კი დღემდე აქტუალურია.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაბემბერგი იმ დროისთვის არგენტინაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და შეძლებულ ოჯახში დაიდაბა. მისი მშობლები ოტო ედუარდო ბემბერგი და სოფია მენგოლეა იყვნენ. მისმა დიდმა ბაბუამ, არგენტინაში გერმანიიდან ემიგრირებულმა ოტო ბემბერგმა 1888 წელს ლუდსახარში Cerveza Quilmes დააარსა. ბემბერგი მდიდრულ გარემოში იზრდებოდა. მას არასდროს მიუღია საშუალო სკოლის ან კოლეჯის დიპლომი. მას სახლში კერძო გაკვეთილებს გუვერნანტი უტარებდა.[1]
1945 წლის 17 ოქტომბერს მარია ცოლად გაჰყვა კარლოს მიგუენსს, არქიტექტორს. ქორწინების შემდეგ წყვილი ესპანეთში გადავიდა. არგენტინაში დაბრუნებამდე მათ ოთხი შვილი შეეძინათ, ერთ-ერთი მათგანი, კარლოს მიგუენს ბემბერგი, ცნობილი ბიზნესმენი გახდა. ქორწინებიდან ათი წლის თავზე მარია მიგუენტს გაეყარა. მომდევნო პერიოდში მისი პარტნიორი კინოპროდიუსერი ოსკარ კრამერი იყო.
შემოქმედებითი კარიერა
რედაქტირება1949 წელს ბემბერგში ჩაერთო Astral Theater-ის საქმიანობაში. 1959 წელს მან კატარინა ვოლფთან ერთად ბუენოს-აირესში Teatro Del Globo დააარსა. ბერბერგი აგრეთვე მარ დე პლატას კინოფესტივალისა და არგენტინის ფემინისტური გაერთიანების თანადამაარსებელი იყო. ამ უკანასკნელის დაარსების თავდაპირველი მცდელობები სამხედრო რეჟიმმა ჩაახშო. ფემინისტური ჯგუფების დაარსებისას ბემბერგი შთაგონებული იყო ფრანგი რომანისტისა და ხელოვნების თეორიტიკოსის ანდრე მალროს შეხედულებებით, რომელსაც იგი ვილა ოკამპოში 1959 წელს შეხვდა. ბემბერგისთვის განსაკუთრებული გავლენის მატარებელი იყო მალროს რწმენა იმისა, რომ „ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც სწამს.“[2]
1970 წელს ბემბერგმა დაწერა სცენარი რაულ დე ლა ტორეს ფილმისთვის Crónica de una señora, რომელიც არგენტინული საზოგადოების ზედა ფენის ცხოვრებას ასახავს. ფილმში მთავარ როლებს გრაციელა ბორხესი და ლაუტარო მურუა ასრულებენ. 1975 წელს ბემბერგი ფერნანდო აიალას ფილმის Triangle of Four სცენარისტი იყო.
1971 წელს ბემბერგმა სხვა ფემინისტ თანამემამულეებთან ერთად დააარსა UFA (Union Feminista Argentina - არგენტინელ ფემინისტთა გაერთიანება). მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ორი წლის შემდეგ მთავრობის მიერ დაწესებული კომენდანტის საათის გამო დაიშალა, მან მაინც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა არგენტინელ ქალებისთვის ფემინისტური აზროვნების შესწავლის საქმეში. იმ დროისთვის მას კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მაშინ არგენტინაში განქორწინება რთული იყო, აბორტი - უკანონო, ქალთა თავშესაფრები კი არ არსებობდა.[3]
ბემბერგმა რეჟისორომა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მამაკაცი რეჟისორების მიერ მისი ნახევრადავტობიოგრაფიული სცენარის ინტერპეტაციამ უკმაყოფილო დატოვა. მან აღნიშნა: „მე გავაცნობიერე, რომ ფილმში მოთხრობილი ამბავი არა სცენარისტს, არამედ რეჟისორს ეკუთვნოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რეჟისორობა.“[4] იგი ფიქრობდა, რომ არგენტინელ მამაკაც კინორეჟისორთა არასრულფასოვნების გამო ლათინოამერიკულ ფილმებში ქალი პერსონაჟები არ იყვნენ სიღრმისეულად ასახულები და სწორედ არენტინელ ქალთა უინტერესო და ზედაპირული პორტრეტები იყო ის, რისი შეცვლის სურვილიც ამოძრავებდა მას ფილმების გადაღებისას. 1981 წელს მან ლიტა სტანტიკთან ერთად საკუთარი კინოწარმოების კომპანია GEA დააარსა და იმავე წელს პირადი ფინანსებით თავისი პირველი ფილმი Mementos გადაიღო.[5]
1982 წელს ბემბერგის ფილმი „არავის ცოლი“ არგენტინის სამხედრო რეჟიმის ცენზურამ აკრძალა, რის შემდეგაც იგი ნიუ-იორკში წავიდა, რათა ლი სტრასებრგთან მსახიობობა შესწავლა. ამ პერიოდში იგი ცდილობდა, ფილმის აღქმას მსახიობის პერსპექტივიდან მისჩვეოდა.
1984 წელს ბემბერგმა გადაიღო ფილმი Calmila, რომელიც არგენტინელი სამხედრო ოფიცრისა და პოლიტიკოსის ხუან მანუელ დი როსას მიერ დაკვეთილ მღვდლისა და მისი საყვარელი ქალის დევნისა და სიკვდილით დასჯის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. მას მოჰწვა Miss Mary 1986 წელს, რომელშიც ბრიტანელი მსახიობი ჯული ქრისტი მონაწილეობს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- María Luisa Bemberg კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- María Luisa Bemberg Konex Foundation
- An Argentine Passion by John King (extract)
- Latin American Information series, no. 6a (edited by Laura D. Shedenhelm) - "De identidades: María Luisa Bemberg, filmografía y bibliografía: 1967-2006", by Lourdes Vázquez University of Georgia|University of Georgia Libraries at Wayback Machine
- Maria Luisa Bemberg - Director Filmreference.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Maria Luisa Bemberg". Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Online. Encyclopædia Britannica Inc., 2012. Web. 31. April. 2012
- ↑ Bach, Caleb. "Maria Luisa Bemberg Tells the Untold." Américas. 46.2 (1994): pp. 20-27. Print.
- ↑ (1998) A woman's gaze : Latin American women artists, Marjorie Agosín, Fredonia, N.Y.: White Pine Press. ISBN 1-877727-85-7. OCLC 38132659.
- ↑ (1998) A woman's gaze : Latin American women artists, Marjorie Agosín, Fredonia, N.Y.: White Pine Press. ISBN 1-877727-85-7. OCLC 38132659.
- ↑ (2014) Beyond the bottom line : the producer in film and television studies, Andrew Spicer, A. T. McKenna, Christopher Meir. New York. ISBN 978-1-4411-2512-5. OCLC 881429718.