მარია გრაცია კუჩინოტა

მარია გრაცია კუჩინოტა (იტალ. Maria Grazia Cucinotta; დ. 27 ივლისი 1968, მესინა, სიცილია, იტალია) — იტალიელი მსახიობი, პროდიუსერი და მოდელი. საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ითამაშა ფილმში „ფოსტალიონი“.

მარია გრაცია კუჩინოტა

მარია გრაცია კუჩინოტა 2009 წელს
დაბადების სახელი მარია გრაცია კუჩინოტა
დაბადების თარიღი 27 ივლისი 1968
მესინა, სიცილია, იტალია
საქმიანობა მსახიობი
პროდიუსერი
მოდელი
აქტიური 1989–დღემდე

მარია გრაცია კუჩინოტა დაიბადა 1968 წლის 27 ივლისს, ქალაქ მესინაში. კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა. 1987 წელს გამართულ სილამაზის კონკურსში „მის იტალია“ დაიკავა მე-3 ადგილი. 1990-იან წლებში რამდენიმე ცნობილ კინოფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აღსანიშნავია: „მსოფლიოც არ არის საკმარისი“, „ბრუკლინში დაბადება“ და სხვა. მარია კუჩინოტას 2005 წელს მოუწია ცნობილი ტელესერიალის სიმფსონების ერთ-ერთი პერსონაჟის გახმოვანება. მარია კუჩინოტამ მცირე როლი მიიღო ასევე ფილმში „ასტრალი“, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ენტონი ჰოპკინზმა შეასრულა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
ფილმი
წელი ფილმი როლი შენიშვნა
1990 საშობაო არდადეგები
1994 ფოსტალიონი
1998 მეორე მეუღლე
1999 მსოფლიოც არ არის საკმარისი
2004 ვანილი და შოკოლადი
2005 უხილავი ბავშვები
2011 ასტრალი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება