მარია ანტონიეტა ალვა
მარია ანტონიეტა ალვა (ესპ. María Antonieta Alva; დ. 7 მარტი, 1985, ლიმა, პერუ) — პერუელი საზოგადო მოღვაწე, ეკონომისტი. ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი 2019-2020 წლებში.
მარია ანტონიეტა ალვა | |
პერუს ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 ოქტომბერი, 2019 – 9 ნოემბერი, 2020 | |
პრეზიდენტი | მარტინ ვისკარა |
პრემიერ-მინისტრი | ვისენტე სებალიოსი |
წინამორბედი | კარლოს ოლივა ნეირა |
მემკვიდრე | ხოსე არისტა |
დაბადებული | 7 მარტი, 1985 ლიმა, პერუ |
განათლება | წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი |
პროფესია | ეკონომისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია ალვა დაიბადა 1985 წლის 7 მარტს ლიმაში, სამშენებლო ინჟIნერის ხოსე ელიასა ალვა ურტადოსა და მარია ანტონიეტა ლუპერდი ბრიტოს ოჯახში. სწავლობდა ვილა-მარიას კათოლიკურ კოლეჯში, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა ლიმაში მდებარე წყნარი ოკეანის უნივერსიტეტში.[1] 2008 წელს მიენიჭა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო მოგვიანებით მიიღო მაგისტრის ხარისხი ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში, სადაც სწავლა გააგრძელა ფულბრაიტის სტიპენდიის მიღების შემდეგ.[2]
კარიერა
რედაქტირებაიგი ასევე მუშაობდა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლად სან-მარკოსის უნივერსიტეტში.[3]
პრეზიდენტ მარტინ ვისკარას მიერ რესპუბლიკური კონგრესის დაშლის შემდეგ, 2019 წლის 3 ოქტომბერს გახდა ვისენტე სებალიოსის მთავრობის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი.[4] თანამდებობიდან დატოვა ვალტერ მარტოსის კაბინეტისა და პრეზიდენტ მარტინ ვისკარას გადადგომის შედეგად 2020 წლის 9 ნოემბერს.[5][6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ María Antonieta Alva - Líderes Responsables - Universidad del Pacífico. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-16. ციტირების თარიღი: 2020-05-05.
- ↑ Maria Antonieta Alva, Peru's Harvard-trained Covid-19 'hero' with an India connect. Fiza Jha. ThePrint (5 May 2020). ციტირების თარიღი: 6 May 2020.
- ↑ Docente de posgrado de la FCA es designada ministra del Ministerio de Economía y Finanzas.[მკვდარი ბმული]
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=PNHC_ATY3sI
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-16. ციტირების თარიღი: 2021-03-08.
- ↑ https://rpp.pe/economia/economia/mef-maria-antonieta-alva-se-despide-del-ministerio-de-economia-vacancia-presidencial-noticia-1303469