მარიანა ჰაინიში
მარიანა ჰაინიში (გერმ. Marianne Hainisch; დაბადების სახელი და გვარია მარიანა პერგერი; დ. 25 მარტი, 1839 ― გ. 5 მაისი, 1936) ― ავსტრიის ქალთა მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი. ავსტრიის მეორე პრეზიდენტის, მიხაელ ჰაინიშის დედა.
მარიანა ჰაინიში | |
---|---|
მარიანა ჰაინიში, 1872 | |
მშობლიური სახელი | მარიანა პერგერი |
დაბადების თარიღი |
25 მარტი, 1839 ბადენი, ავსტრია |
გარდაცვალების თარიღი |
5 მაისი, 1936 ვენა |
ცნობილია როგორც | ავსტრიის ქალთა მოძრაობის დამფუძნებელი |
მეუღლე(ები) | მიხაელ ჰაინიში |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარიანა პერგერი დაიბადა 1839 წელს ბადენში, ვენის მახლობლად, ავსტრიაში. დედამისმა მას კერძო მასწავლებლები დაუნიშნა. მამამისი, იოზეფ პერგერი, ჰირტენბერგში ქარხნებს ფლობდა.
1857 წელს მარიანა ინდუსტრიალისტ მიხაელ ჰაინიშზე დაქორწინდა, რომლისგანაც ორი შვილი შეეძინა (მიხაელი 1858 წელს და მარია ― 1860 წელს).[1] 1868 წელს მისი ოჯახი ვენაში გადავიდა. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ბიზნესი კრიზისში იყო, რადგანაც აშშ-დან ბამბა ვეღარ შემოჰქონდათ.
1918 წლის შემოდგომაზე მარიანა ჰაინიში სამოქალაქო დემოკრატიულ პარტიას შეუერთდა. 11 წლის შემდეგ ავსტრიის ქალთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. ჰაინიში ავსტრიაში დედის დღის ინიციატორად მიიჩნევა,[2] რომელიც 1924 წლიდან აღინიშნება.
ნაშრომები
რედაქტირება- ქალთა განათლების შესახებ, 1870
- დედები, 1913.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 (1 January 2006) Biographical Dictionary of Women's Movements and Feminisms in Central, Eastern, and South Eastern Europe: 19th and 20th Centuries. Central European University Press, გვ. 174–6. ISBN 978-963-7326-39-4.
- ↑ „Marianne Hainisch, 1839-1936“. Nonfiction Gallery. 2016-08-22.