მარიანა გაპონენკო
მარიანა გაპონენკო (უკრ. Мар'яна Михайлівна Гапоненко; გერმ. Marjana Michailowna Gaponenko; დ. 6 სექტემბერი 1981, ოდესა, უკრაინა) — გერმანელი მწერალი, რომელიც დაიბადა ოდესაში.
მარიანა გაპონენკო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 სექტემბერი, 1981 (43 წლის) |
დაბადების ადგილი | ოდესა[1] |
საქმიანობა | მწერალი და პოეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ უკრაინა |
ალმა-მატერი | ოდესის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ალბერტ ფონ შამისოს პრემია, ლიტერატურული პრემია „ალფა“, ფრაუ ავას ლიტერატურული პრემია და Martha Saalfeld Promotional Prize |
საიტი | marjana-gaponenko.de[2] |
ბიოგრაფია და კარიერა
რედაქტირებამარიანამ თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობა ოდესაში გაატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანულ ენას ოდესის უნივერსიტეტში, სადაც დაიწყო ლექსების წერა და მათი გამოცემა. გერმანიაში მას თავდაპირველად ხელი შეუწყო ერიკ მარტინმა „Muschelhaufen“-ით, ასე გახდა ცნობილი ფართო წრის მკითხველისთვის. 2000 წელს, შედგა მისი დებიუტი, როდესაც გამოვიდა პოეტური კრებული „როგორია რაინდების ცრემლები“. 2001 წელს, ჟურნალ Deutsche Sprachwelt-ის „წლის ავტორი“-ს ტიტულის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. 2010 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი „ანუშკას ყვავილი“, Residenz Verlag. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, რუმინულ და თურქულ ენებზე. საავტორო ფორუმის ოქროს თევზი-ს წევრია.[3]
თავის რომანში „ვინ არის მართა?“ (2012), ორი მოხუცი მამაკაცი ატარებენ თავიანთ უკანასკნელ დღეებს Vienna Hotel და ელოდებიან სიკვდილს. „როგორი საოცარი, როგორი ახალგაზრდა [ავტორი]“ - ვოლკერ ჰაგე წერდა შპიგელში: „ასევე მისი რომანი ქმნილების იუბელია, ხოლო მისი რომანები სასწაულია, სავსეა სიცოცხლით“.[4][5]
ნამუშევრები
რედაქტირება- Wie tränenlose Ritter (რიტერის ცრემლებისავით) Gedichte, 2000, ISBN 3-934852-10-6.
- Tanz vor dem Gewitter (ცეკვა ქუხილის წინ) Gedichte, 2001.
- Freund (მეგობარი) Gedichte, 2002.
- Prieten (მეგობარი), 2003.
- Reise in die Ferne (მოგზაურობა შორს), 2003.
- Die Löwenschule. Eine wahre Geschichte für Kinder und Erwachsene, 2008, ISBN 978-3-940336-01-9.
- Nachtflug (ღამე). Gedichte, 2007, ISBN 978-3-940336-00-2.
- Annuschka Blume. Roman, 2010, ISBN 978-3-7017-1544-2.
- Wer ist Martha? (ვინ არის მართა?). Roman. Suhrkamp, Berlin 2012, ISBN 978-3-518-42315-8.
- Marjana Gaponenko (15 September 2014). Who Is Martha?. New Vessel Press. ISBN 978-1-939931-17-7.
- Strohhalm in Luzifers Schweif. Erzählungen, edition miromente, 2015, ISBN 978-3-200-03806-6.
ჯილდოები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #122035607 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Google Knowledge Graph — 2012.
- ↑ der goldene fisch. der-goldene-fisch.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-01. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ Hage, Volker (13 August 2012). „Tiefer schweigen“. Der Spiegel. p. 116.
- ↑ Beate Tröger: Einmal noch Torte essen im Imperial.
- ↑ Laudatio von Alexander Glück: http://deutschesprachwelt.de/sprachwahrer/adj-gaponenko.shtml#3 დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Untitled Document. stiftung-kuenstlerdorf.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-26. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ http://www.abendblatt.de/kultur-live/buecher/article112776299/ Marjana-Gaponenko-erhaelt-Chamisso-Preis