მარიამ ცისკაძე
მარიამ ცისკაძე (დ. 19 ნოემბერი, 1960, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი, მეცნიერი.
1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1982-1991 წლებში იყო სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი. 1991-1998 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 1998-1999 წლებში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 1999-2009 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2009-2010 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2005-2013 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი. 2010-2012 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მართლმსაჯულების ხელმისაწვდოომობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტი. 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი. 2013 წლიდან არასამეწარმეო იურიდიული პირი „სამართლის დარგებში და ფსიქო-სოციალურ აღზრდაში ცოდნის გაღრმავების მარიამ ცისკაძის ცენტრი“ს დამფუძნებელი და დირექტორი. ქართულ და გერმანულ ჟურნალებში გამოქვეყნებულია მისი სტატიები სამოქალაქო სამართლის საკითხებზე.
ჯილდოები
რედაქტირება- 2013 — ღირსების ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, 1998-1999, გვ. 383