მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია (ბაქო)

მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია (აზერ. Bakirə Məryəmin Məsum Hamiləliyi şərəfinə kilsə) — კათოლიკური ტაძარი ბაქოში და ერთადერთი მოქმედი კათოლიკური ტაძარი აზერბაიჯანში. ბაქოს კათოლიკური სამრევლო იმყოფება აზერბაიჯანის სამოციქულო პრეფექტურის მფარველობის ქვეშ.

მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რომის კათოლიკური ეკლესია
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ადგილმდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
კურთხევის წელი 2007 წელი, 29 აპრილი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) პაოლო რუჯერო
ხუროთმოძღვრული სტილი ნეოგოთიკა
თარიღდება 2007 წელი

ბაქოს კათოლიკური სამრევლო დაარსდა 1882 წელს. ამის შემდეგ კათოლიკეთა ჯგუფის მიერ აშენდა ტაძრის მცირე ზომის სამრეკლო, ხოლო 1894 წელს მათ მიიღეს ტაძრის აშენების ნებართვა.

1909 წელს დაიწყო ტაძრის სამშენებლო სამუშაოები და დასრულდა 1912 წლისთვის. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ხელისუფლებამ აქტიურად განახორციელა ბაქოს კათოლიკე მოსახლეობის მიმართ რეპრესიები, რასაც შედეგად 1938 წელს ტაძრის სრული დანგრევა მოჰყვა.

ახალი ტაძარი

რედაქტირება

1997 წელს აღდგა ადგილობრივი კათოლიკური სამრევლო. 2000 წლის 16 ოქტომბერს წმინდა საყრდის მიერ ბაქოში დაარსდა პირველადი კათოლიკური სტრუქტურა მისია Sui Iuris, რომლის ხელმძღვანელობაც იტვირთეს სალეზიანთა კონგრეგაციის ბერებმა. 2002 წელს კათოლიკურმა სამრევლომ მიიღო მიწის ნაკვეთი ტაძრის ასაშენებლად.

მშენებლობა დასრულდა 2006 წელს. ტაძარი აშენდა იტალიელი არქიტექტორის პაოლო რუჯეროს პროექტის მიხედვით, ნეოგოტიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სტილისტური ელემენტების გამოყენებით. ღვთისმშობლის ქანდაკება დამზადებულია აზერბაიჯანელი მოქანდაკის, ჰუსეინ ახვერდიევის, მიერ, ხოლო ვიტრაჟები დაამზადა მხატვარმა ზოჰრაბ მუტალიბოვმა.

2007 წლის 29 აპრილს შედგა ტაძრის კურთხევის ცერემონიალი, რომელსაც ესწრებოდა რომის პაპის ნუნცია კლაუდიო გუჯეროტი.

 
ღვთისმშობლის რომაულ - კათოლიკური ტაძარი ბაქოში 1916 წელი (მარცხნივ)

ლიტერატურა

რედაქტირება