მარიამ კვალიაშვილი
მარიამ კვალიაშვილი (დ. 28 აგვისტო, 1921, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1948–1950 წლებში იყო რესპუბლიკური თვალის საავადმყოფოს შტატგარეშე ორდინატორი. 1950–1952 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1953–1962 წლებში რესპუბლიკური საავადმყოფოს გლაუკომის განყოფილების გამგე. 1962–1968 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტი. 1958 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება დიაბეტურ და ჰიპერტონულ რეტინოფთიას.
1959 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „რენტგენის სხივების გამოყენება გლაუკომის ადრეულ დიაგნოსტიკაში“.
ჯილდოები
რედაქტირება- 1972 - მედალი „ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 148