მართა მატვეიევნა აპრაქსინა (რუს. Ма́рфа Матве́евна Апра́ксина; დ. 1664 — გ. 31 დეკემბერი, 1715) — რუსეთის ცარიცა 1682 წლის 14 თებერვლიდან 7 მაისამდე როგორც თედორე III-ის მეორე და უკანასკნელი ცოლი. რუსი დიდებულის, მატვეი ვასილიევიჩ აპრაქსინისა და მისი ცოლის, დომნა ბოგდანოვნა ლოვხიკოვას ქალიშვილი.

მართა აპრაქსინა
რუსეთის ცარიცა
მმართ. დასაწყისი: 14 თებერვალი, 1682
მმართ. დასასრული: 7 მაისი, 1682
წინამორბედი: აგაფია გრუშეცკაია
მემკვიდრე: პრასკოვია სალტიკოვა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1664
გარდ. თარიღი: 31 დეკემბერი, 1715 (51-52 წლის)
მეუღლე: თედორე III, რუსეთის ცარი
სრული სახელი: მართა მატვეიევნა აპრაქსინა
მამა: მატვეი ვასილიევიჩ აპრაქსინი
დედა: დომნა ბოგდანოვნა ლოვხიკოვა
რელიგია: მართლმადიდებლობა

დაქვრივების შემდეგ მართა აღარ გათხოვილა და სამეფო კარზე ცხოვრობდა 33 წლის განმავლობაში. იგი საბოლოოდ 1715 წელს გარდაიცვალა კუჭის დაავადებით. იგი დაკრძალეს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში, სანქტ-პეტერბურგში. მისი დაკრძალვისას მისმა მაზლმა, იმპერატორმა პეტრე I-მა საბოლოოდ გააუქმა ძველი რუსული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, დაკრძალვისას კუბოს ეტირებოდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Grigoryan VG Romanov. Biographical Directory. - Moscow: AST, 2007.