მარელისის მაცხოვრის ეკლესია
მარელისის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში. განვითარებულ შუა საუკუნეებში აგებული ეკლესია თითქმის მთლიანად დანგრეულია. გვიან შუა საუკუნეებში იგი მეორედ ააშენეს, ხოლო XIX საუკუნეში ბერძენმა ოსტატებმა დაამჩნიეს თავისი მოღვაწეობის კვალი.
ეკლესია დარბაზულია. სამშენებლო მასალად ძირითადად გამოყენებულია ზედაპირმოსწორებული დამუშავებული ქვა. ეკლესია შიგნით აღმოსავლეთით სრულდება გაშლილი ნახევარწრიული აფსიდით. სატრიუმფო თაღი კონსოლებზეა დაყრდნობილი. აფსიდის ორივე მხარეს იატაკიდან 50 სმ-ის სიმაღლიდან კონქის საწყისამდე ამართულია კონქებით დასრულებული თაღოვანი ნიშები. ეკლესიას აქვს შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ისინი წარმოადგენენ სწორკუთხა ღიობებს, რომელთა ირგვლივ თლილი ქვის კვადრებია დალაგებული. სამხრეთის შესასვლელის ჯვრიანი არქიტრავი ამჟამად ჩამოვარდნილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16381