მარეკ შჩიგელი
მარეკ იანუშ შჩიგელი (პოლ. Marek Janusz Szczygieł[1]; დ. 2 აგვისტო, 1969, პონიატოვა, პოლონეთი) — პოლონელი დიპლომატი.
მარეკ შჩიგელი | |
---|---|
პოლონეთის დიპლომატიურ სამსახურშია 1993 წლიდან. სხვადასხვა დროს იყო ეუთოსა და გაეროს ოფისში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, პოლონეთის ელჩი რუმინეთში (2011-2015), პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების გამოწვევების ელჩი და საერთაშორისო კიბერპოლიტიკის კოორდინატორი. 2020 წლის 11 თებერვალს დაინიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად. მან ამ პოზიციაზე დანიელი დიპლომატი ერიკ ჰოგი შეცვალა.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Reprezentanţii Institutului Memoriei Naţionale din Polonia, în vizită la IICCMER. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-11. ციტირების თარიღი: 2020-04-11.
- ↑ ევროკავშირის მისიის ახალი ხელმძღვანელი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, Civil.ge. 16 მარტი, 2020.