მარგული საფერე
მარგული საფერე — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ან სოლისებრი ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრული, ფრთიანი და ცილინდრულ-კონუსური ფორმის. მეჩხერია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური, მუქი ლურჯი. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, გემო — ტკბილი, წვენი სუსტი მოვარდისფრო.
მარგული საფერე საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-196 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 140-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-22%-ს, მჟავიანობა — 10-11 გ/ლ-ს.
მიიღება ვარგად შეფერილი და ვარგი ხარისხის ჰარმონიული სუფრის წითელი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 219