მარგო ბენასერაფი (ესპ. Margot Benacerraf; დ. 14 აგვისტო, 1926, კარაკასი, ვენესუელა) — ვენესუელელი რეჟისორი.

მარგო ბენასერაფი

მარგო ბენასერაფი
დაბადების სახელი მარგო ბენასერაფი
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1926
კარაკასი, ვენესუელა
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1952–1959

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარგო ბენასერაფი დაიბადა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში. გადაღებული აქვს ორი ცნობილი კინოფილმი: „რევერონი“ და „არაია“. პირველი ფილმი ეხება ვენესუელელი მხატვრის არმანდო რევერონის ცხოვრებას. მეორე ფილმი დოკუმენტური ხასიათისაა, რომელშიც გაშუქებულია ვენესუელაში მცხოვრები საზოგადოების სოციალური მდგომარეობა. ამ უკანასკნელმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მარგო ბენასერაფი არის ვენესუელის კინემატოგრაფიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 1966 წელს მან დააფუძნა ფილმების ეროვნული არქივი, რომელსაც სამი წელი ხელმძღვანელობდა. მისი ფილმი „არაია“ შეყვანილი იყო კანის კინოფესტივალზე 1959 წელს. მარგო ბენასერაფს მინიჭებული აქვს ფილმების ეროვნული პრემია (1995), ანდრეს ბელოს ორდენი (ორჯერ), ლიბერტადორის ორდენი, სიმონ ბოლივარის ორდენი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება