363 წელს იმპერატორი იულიანე შეიჭრა სპარსეთში. თავდაპირველად მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს რომაელებმა (ლეგიონი სპარსეთის დედაქალაქ ქტესიფონამდე მივიდა), მაგრამ იულიანემ ჩათვალა, რომ ქალაქის აღება შეუძლებელი იყო და გადაწყვიტა ქალაქის დატოვება. დაწვა ფლოტი, რომელიც აგებული იყო იმისათვის, რომ საკვები მიეწოდებინა რომაელთათვის. რომაელების გამოსვლა საკმაოდ გაჭიანურდა, დაიწყო შიმშილი.
ომის მსვლელობას აღგვიწერს ისტორიკოსი ამიანე მარცელინუსი ნაშრომში „ქმედებანი“. ბრძოლაში დაიღუპა თავად იმპერატორი. გამარჯვება სპარსელებს დარჩათ.
- Ammianus Marcellinus' works in English at the Tertullian Project with introduction on the manuscripts
- Browning, Robert, The Emperor Julian, University of California Press, 1976, ISBN 0-520-03731-6
- Kaveh Farrokh, Sassanian Elite Cavalry AD 224-642, Osprey Publishing, 2005
- David S. Potter, The Roman Empire at Bay AD180-395, Routledge, 2004