მარადისობის ჭიშკართან

მარადისობის ჭიშკართანნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის[1] ნახატი, შესრულებული 1890 წელს სენ-რემი-დე-პროვანსში, თავისივე მინაწერით.[2] ნამუშევარზე მუშაობა ვინსენტმა დაასრულა მაისის მიწურულს, როდესაც მისმა ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ და ჯანმრთელობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ორი თვის შემდეგ კი ვინსენტი გარდაიცვალა. მიჩნეულია რომ ეს თვითმკვლელობა იყო.[3]

მარადისობის ჭიშკართან
Op de drempel van de eeuwigheid
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1890
კატალოგი F702 და JH1967
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 80
სიგანე 64
ქალაქი ოტერლო
მუზეუმი კრიულერ-მიულერის მუზეუმი

ნამუშევარი ცნობილი იყო „მოწყენილი მოხუცი კაცის“ სახელით მანამ, სანამ 1970 წელს ნამუშევარი რაიზონის კატალოგში ახლანდელი სახელით შევიდა.[4]

ნახატზე გამოსახულია ომის ვეტერანი და პენსიონერი ადრიანუს იაკობუს ზუიდერლანდი, რომლის შესახებ ჩანაწეერებიც 1882 წლიდან გვხვდება ვან გოგის სახელთან. მან ნამუშევრების დიდი სერიაც კი მიუძღვნა მოხუცს, სადაც გვხვდება როგორც ფანქრით, ასევე აკვარელის საღებავებით შესრულებული ნახატები.[5] შთაგონების წყაროს ამ ნახატისათვის წარმოადგენს ჰუბერტ ვონ ჰერკომერის „კვირა ჩელსის საავადმყოფოში“, განსაკუთრებით პოპულარული ნამუშევარი, რომელზეც გამოსახულია მომაკვდავი ომის ვეტერანი, რომელიც ამჟამად ხელოვნების სამეფო აკადემიის მფლობელობაშია. ვან გოგი ამ მუზეუმის სტუმარი 1875 წელს იყო.[6][7][8][9] ვან გოგი ამ ნახატის შესახებ წერს:[10]

ვიკიციტატა
„დღეს და გუშინ მე დავხატე მოხუცი მამაკაცის ორი ფიგურა, რომელსაც იდაყვები ხელებზე უწყვია და თავი ხელებში აქვს ჩარგული, ორჯერ კი იმიტომ დავხატე, რომ მინდოდა უკეთ გამომსვლოდა. შესაძლოა ნახატის ლითოგრაფიაც შევქმნა. რა კარგი შესახედაობა აქვს მოხუც მშრომელ კაცს, საკუთარ გადაკემსილ ბამბაზიის ტანისამოსში, მელოტი თავით.“

ვან გოგმა ნამუშევრის ლითოგრაფია ორ დღეში შექმნა. მან დაწერა:[2][11]

ვიკიციტატა
„მე მიმაჩნია, რომ მხატვარი ვალდებულია სცადოს ნამუშევარში იდეის ჩადება. მე სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობდი ამ ნახატით, მაგრამ ვერ შევძელი ამის ლამაზად, ემოციურად და რეალურად გადმოცემა, ჩემი ცდა მხოლოდ ბუნდოვანი სარკის ანარეკლს ჰგავს. ვფიქრობ, რომ არსებობის მთავარი საწყისი და საფუძველი სწორედ ღვთის რწმენასა და უსასრულობაშია, ამ ენით გამოუთქმელ შთაბეჭდილებას, სწორედ მოხუცი მამაკაცის ცქერა ტოვებს, როდესაც იცი, რომ ის საკუთარი კერის კუთხეში ჩუმად ზის, სადაც არის რაღაც ძვირფასი, რაღაც თავმდაბალი... ეს ყოველგვარი თეორიისგან შორსაა. ის ფაქტი, რომ უღარიბეს ხისმჭრელს, ფერმერს თუ მაღაროს მუშას შესაძლოა ჰქონდეს ემოცია და გრძნობა და ხასიათი, რაც მას აგრძნობინებს, რომ მარადიული სახლი სადღაც ახლოსაა.“

არსებობს ვინსენტის 7 ლითოგრაფია, რომელთაგან ერთ-ერთიც ანოტირებულია „მარადისობის ჭიშკარზე“.

გენეზისი

რედაქტირება
 
ექიმ ფელიქს რეის პორტრეტი (F500, JH1659), 1889, ზეთი, ტილო, პუშკინის მუზეუმი.[12] რეის არ მოეწონა საკუთარი პორტრეტი და გააჩუქა.[13]

ვინსენტ ვან გოგი იტანჯებოდა ფსიქიკური დაავადებით, განსაკუთრებით ცხოვრების უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში. ოფიციალური დიაგნოზი დაისვა არლის საავადმყოფოს მიერ, მას შემდეგ, რაც ვან გოგმა შობის დღესასწაულის შემდეგ ყური მოიჭრა და საავადმყოფოში აღმოჩნდა — „გამძაფრებული მანია დელირიუმის ფორმებით“.[14]

ვან გოგის დიაგნოზის შესახებ თანამედროვე რეალობაშიც ვერ თანხმდებიან. ვარაუდები არსებობს როგორც ეპილეფსიის ასევე ბიპოლარული ფსიქოზის შესახებ, რისი გამწვავების მიზეზიც შესაძლოა ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება, მწეველობა და ვენერიული დაავადებები იყო. სიმპტომები სხვადასხვა იყო, ყველაზე მძიმე მანიფესტაციები მოიცავდა გონების არევასა და გაურკვევლობას, არეულობას იმ პერიოდში, როდესაც მას ხატვა და წერილების წერაც კი უჭირდა ფსიქიკური აშლილობის პიკის დროს.[15][16] სწორედ ასეთი შეტევის გამო აღმოჩნდა ვინსენტი არლის ჰოსპიტალში. შეტევების განმეორების შემდეგ კი, 1889 წელს, ის ნებაყოფლობით ჩაეწერა სენ-რემი-დე-პროვანსის თავშესაფარში, სადაც ის 1890 წლის ჩათვლით ცხოვრობდა.

1890 წლის 22 თებერვალს, ვინსენტი განსაკუთრებით მტანჯველი შეტევით იტანჯებოდა, ამ ეპიზოდს იან ჰულსკერმა მხატვრის ყველაზე მტანჯველი და სევდიანი პერიოდი უწოდა, რამაც აპრილის ბოლომდე გასტანა.[17] ამ დროის განმავლობაში, ვინსენტმა მხოლოდ ერთხელ შეძლო მიეწერა საკუთარი ძმის, თეო ვან გოგისთვის, 1890 წლის მარტში, რის შემდეგაც მან ფიზიკურად ვეღარ შეძლო წერილის დაწერა.[18] მას ამის შემდეგ აღარ მიუწერია ძმისათვის, თუმცაღა ბოლო წერილში ნათლად ჩანს, რომ მას შეეძლო დაეხატა მიუხედავად მისი სევდისა და მელანქოლიისა.[19][20]

 
„რა შემიძლია მოგიყვე ბოლო ორი თვის შესახებ, საქმეები არ მიდის კარგად, მე იმაზე მოწყენილი და დაღლილი ვარ ვიდრე ამის გადმოცემა შემიძლია, და აღარც კი ვიცი რა ეტაპზე ვარ... როდესაც ავად ვიყავი მე მაინც შემეძლო მცირე ზომის ზეთის ნამუშევრების შექმნა, რაც შენ უკვე ნახე, მოგონებები ჩრდილოეთზე... ახლა კი მხოლოდ მელანქოლიას ვგრძნობ.“

სწორედ ეს ნახატებია, რომელშიც იან ჰულსკერის თქმით, ნათლად ჩანს ვინსენტის ფსიქოლოგიური კოლაფსი, რაც მის შემოქმედებაში იშვიათია.[21]

მარადისობის ჭიშკარი აპრილის წერილში ნახსენები არაა, თუმცაღა შეგვიძლია ვიგულისხმოთ. ჰუსკლერის თქმით, წერილში უნდა იყოს მასზე საუბარი, რომლის შესახებ ლითოგრაფიაც მრავლისმთქმელია. ცალსახაა, რომ ნამუშევარი წარსულში დამაბრუნებელი და ემოციურია მხატვრისთვის და 1970 წლის რაისონისა და ჰაასკლერის კატალოგების მიხედვით, ის სწორედ სენ-რემიშია შესრულებული.

1880-იანი წლებიდან

რედაქტირება


ლიტერატურა

რედაქტირება
  • Erickson, Kathleen Powers. At Eternity's Gate: The Spiritual Vision of Vincent Van Gogh. William B. Eerdmans Publishing Co., 1998. ISBN 978-0-8028-3856-8
  • Jacob Baart de la Faille|de la Faille, Jacob-Baart. The Works of Vincent Van Gogh: His Paintings and Drawings. Amsterdam: Meulenhoff, 1970. ISBN 978-1-55660-811-7
  • Hulsker, Jan. The Complete Van Gogh. Oxford: Phaidon, 1980. ISBN 0-7148-2028-8
  • Naifeh, Steven; Smith, Gregory White. Van Gogh: The Life. Profile Books, 2011. ISBN 978-1-84668-010-6
  • Pomerans, Arnold. The Letters of Vincent van Gogh. Penguin Classics, 2003. ISBN 978-0-14-044674-6
  1. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-28. ციტირების თარიღი: 2012-06-13.
  2. 2.0 2.1 To Theo van Gogh. The Hague, Sunday, 26 and Monday, 27 November 1882. Vincent van Gogh: The Letters. Van Gogh Museum.
  3. Hulsker, Jan (1986). The Complete Van Gogh: Paintings, Drawings, Sketches. Random House, გვ. 444. ISBN 0-517-44867-X. 
  4. de la Faille, Jacob Baart (1970). The Works of Vincent van Gogh. Amsterdam: Meulenhoff, გვ. 274. 
  5. To Theo van Gogh. Etten, mid-September 1881. Vincent van Gogh: The Letters. Van Gogh Museum.
  6. von Herkomer, Hubert. THe Last Muster. Lady Lever Art Gallery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-23. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
  7. Korda, Andrea. The Streets as Art Galleries: Hubert Herkomer, William Powell Frith, and the Artistic Advertisement. Nineteenth-Century Art Worldwide.
  8. Naifeh, Steven; White Smith, Gregory (2011) Van Gogh: The Life. Random House, გვ. 318. ISBN 0-375-50748-5. 
  9. Notes 233. Van Gogh: The Life. VanGoghBiography.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
  10. To Theo van Gogh. The Hague, Friday, 24 November 1882. Vincent van Gogh: The Letters. Van Gogh Museum.
  11. Notes 341, 342. Van Gogh: The Life. VanGoghBiography.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
  12. Brooks, D. Portrait of Doctor Félix Rey. The Vincent van Gogh Gallery, endorsed by Van Gogh Museum, Amsterdam. David Brooks (self-published). ციტირების თარიღი: 23 February 2011.
  13. Brooks, D. Dr. Félix Rey, interviewed by Max Braumann (1928). The Vincent van Gogh Gallery, endorsed by Van Gogh Museum, Amsterdam. David Brooks (self-published). ციტირების თარიღი: 23 February 2011.
  14. Concordance, lists, bibliography: Documentation. Vincent van Gogh: The Letters. Van Gogh Museum. ციტირების თარიღი: 23 February 2012.
  15. Hulsker (1980), 390
  16. Naifeh and Smith (2011), 707 ff., 814 - 816
  17. Hulsker (1980), 404
  18. To Theo van Gogh. Saint-Rémy-de-Provence, on or about Monday, 17 March 1890. Vincent van Gogh: The Letters. Van Gogh Museum. ციტირების თარიღი: 16 February 2012.
  19. To Theo van Gogh. Saint-Rémy-de-Provence, Tuesday, 29 April 1890. Vincent van Gogh: The Letters. Van Gogh Museum. ციტირების თარიღი: 16 February 2012.
  20. Pomerans (2003), 483
  21. Hulsker (1980), 442
  22. Brooks, D. Peasant Sitting by the Fireplace ('Worn Out'). The Vincent van Gogh Gallery, endorsed by Van Gogh Museum, Amsterdam. David Brooks (self-published). ციტირების თარიღი: 19 February 2011.
  23. Worn Out, Van Gogh Museum, retrieved 18 February 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 28 ივნისი 2017.
  24. Old Man with his Head in his Hands ("At Eternity's Gate"), The Vincent Van Gogh Gallery, retrieved 18 February 2012.]
  25. Sorrowful old man. Kröller-Müller Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 October 2011. ციტირების თარიღი: 22 February 2011.
  26. Mourning Woman Seated on a Basket. Kröller-Müller Museum. ციტირების თარიღი: 22 February 2011.
  27. Weeping Woman. Art Institute of Chicago. ციტირების თარიღი: 22 February 2011.