ოტერლო
ოტერლო (ნიდერლ. Otterlo) — პატარა სოფელი ნიდერლანდებში, გელდერლანდის პროვინციაში, ჰოგე-ველიუვეს ეროვნული პარკის სიახლოვეს. კრელერ-მიულერის მუზეუმი, რომელსაც სახელი ეწოდა ჰელენ კრელერ-მიულერის პატივსაცემად, მდებარეობს სიახლოვეს და გააჩნია ვინსენტ ვან გოგის ფერწერული ნამუშევრების მნიშვნელოვანი კოლექცია.
სოფელი | |
---|---|
ოტერლო | |
ქვეყანა | ნიდერლანდები |
პროვინცია | გელდერლანდი |
მუნიციპალიტეტი | ედე |
კოორდინატები | 52°06′00″ ჩ. გ. 5°46′00″ ა. გ. / 52.10000° ჩ. გ. 5.76667° ა. გ. |
მოსახლეობა | 2 380 კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
საფოსტო ინდექსი | 6731 |
ოფიციალური საიტი | otterlo.nl |
ოტერლო იყო დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი 1818 წლამდე, ხოლო შემდეგ გაერთიანდა ედეს მუნიციპალიტეტთან.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- CBC Archives - CBC Radio reporting from Otterlo April 17, 1945.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ad van der Meer and Onno Boonstra, van Nederlandse gemeenten[მკვდარი ბმული], KNAW, 2006.